Home » ბლოგი » როგორია საქართველოში საშემოსავლო გადასახადი სხვა ქვეყნებთან შედარებით
როგორია საქართველოში საშემოსავლო გადასახადი სხვა ქვეყნებთან შედარებით

როგორია საქართველოში საშემოსავლო გადასახადი სხვა ქვეყნებთან შედარებით

საქართველოში რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები, რომლებიც არ ექვემდებარება საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, – იბეგრება 20 პროცენტით, ხოლო საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით.

ამ მაჩვენებლებით საქართველო ჩამორჩება ევროპის საშუალო საშემოსავლო გადასახადს ( 32,59%) და ევროპის კორპორაციულ, იგივე მოგების გადასახადს ( 19,68%).

მსოფლიოში ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადებია: გვატემალაში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, ყაზახეთში, მაკედონიასა და მონღოლეთში. ამ რეგიონებში ფიზიკური პირების ხელფასები საშუალოდ 10%-ით იბეგრება.

მეზობელი სომხეთისთვის საშემოსავლო გადასახადი 15-30%-ში მერყეობს (შემოსავლის შესაბამისად). შემოსავალზეა დამოკიდებული გადასახადის საპროცენტო განაკვეთი აზერბაიჯანშიც: დაბალშემოსავლიანი ადამიანები 14%-ით იბეგრებიან, მაღალშემოსავლიანები – 25%-ით.

როგორც წესი, შედარებით დიდია საშემოსავლო გადასახადი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებისთვის:

ბელგია – 42.0% …

გერმანია – 39.7% …

დანია – 36.1% …

ავსტრია – 34.9% …

უნგრეთი – 34.5% …

თურქეთი – 25.8% …

უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემები ზუსტი არ არის, რამდენადაც, ყველა ამ ქვეყანაში გარკვეული შეღავათები მოქმედებს ადამიანებისთვის, რომლებსაც შვილები ჰყავთ.

Agora.ge

Share