Home » ბლოგი » როგორია საბანკო სექტორის შემოსავლების სტრუქტურა
როგორია საბანკო სექტორის შემოსავლების სტრუქტურა

როგორია საბანკო სექტორის შემოსავლების სტრუქტურა

2018 წლის მესამე კვარტლის მიხედვით საბანკო სექტორის მოგება 603 მილიონ ლარს შეადგენს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოგება “თიბისი ბანკს” უფიქსირდება. ,,თიბისი ბანკის”  წმინდა მოგებამ მიმდინარე  წლის მესამე  კვარტლის ბოლოს 261 928 375 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 22.6%-ით მეტია გასული წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 213 511 033 მლნ ლარი იყო.  გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდეც და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 449 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 309 მილიონი იყო.

2017 წლის სექტემბრის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ბანკის აქტივები 11 მილიარდი ლარიდან 14 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 10  მლრდ ლარიდან 12 მლრდ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი გაზრდილია – 1.4 მლრდ ლარიდან 1.7 მლრდ ლარამდე.  “თიბისის” შემდეგ მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “საქართველოს ბანკს” უფიქსირდება.

“საქართველოს ბანკის” წმინდა მოგებამ 2018 წლის მესამე კვარტლის ბოლოს 183 474 275  მილიონი ლარი შეადგინა, რაც 103 მილიონით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის ბოლოს არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 286 710 388 მლნ ლარი იყო. თუმცა, მიუხედავად წმინდა მოგების ასეთი შემცირებისა აღსანიშნავია, რომ 76 მილიონი ლარით არის გაზრდილი მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 413  მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი  337  მილიონი იყო.

2017 წლის სექტემბრის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ბანკის აქტივები 10 მილიარდი ლარიდან 13 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები –  9 მლრდ ლარიდან 11  მლრდ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი გაზრდილია – 1.2 მლრდ ლარიდან 1,3 მლრდ ლარამდე. საანგარიშო პერიოდში მესამე ყველაზე მომგებიანი ბანკი “ლიბერთი ბანკია”.

,,ლიბერთი ბანკის” წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოს 36 203 697 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 1.6 მილიონი ლარით მეტია გასული წლის სექტემბრის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, მაშინ ბანკის მოგება 34 537 504  მლნ ლარი იყო. გაზრდილია მოგების მაჩვენებელი დარეზერვებამდე და მან 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 68 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 62 მილიონი იყო.

2017 წლის სექტემბრის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდამდე ,,ლიბერთი ბანკის” აქტივები 1.7 მილიარდი ლარიდან 1.8  მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 1 512 603 159 მლრდ ლარიდან 1 592 977 710 მლრდ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი გაზრდილია – 208 მლნ ლარიდან 261 მლნ ლარამდე.

IV და V პოზიციებს რეიტინგში “ვითიბი ბანკი” და “ბაზისბანკი” იკავებენ. “ვითიბის” წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, 27,586,481 ლარი შეადგინა, ხოლო “ბაზისბანკის” 23,436,238 ლარი.

“ბაზისბანკს” მცირედით ჩამორჩება “პროკრედიტ ბანკი”, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 22,187,851 ლარი შეადგინა.

სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ ექვსთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა. 2018 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

სავალუტო ოპერაციები

რაც შეეხება უშუალოდ სავალუტო ოპერაციებიდან მიღებულ მოგებას, 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 162 573 723 ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო უშუალოდ მესამე კვარტალში კომერციულმა ბანკებს სავალუტო ოპერაციებიდან 51,4 მლნ ლარის შემოსავალი უფიქსირდებათ, რაც წინა კვარტალთან შედარებით, დაახლოებით 3,8 მლნ ლარით მეტია. ცნობისთვის, მეორე კვარტალში ბანკების სავალუტო შემოსავალი 47,6 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, კომერციული ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 157 მილიონი  ლარის მოგება მიიღეს.

საპროცენტო შემოსავლები

ასევე, ფიზიკური პირების სესხებიდან ბანკებმა მილიარდზე მეტის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს.

საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკის საპროცენტო შემოსავლებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან ჯამში, 1,366,718,279 ლარი შეადგინა. ამ თვალსაზრისით 5 ყველაზე შემოსავლიანი ბანკის საპროცენტო შემოსავლებმა კი 1,300,322,349 ლარი შეადგინა.

ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე მეტი საპროცენტო შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან “საქართველოს ბანკმა” მიიღო, რომლის შემოსავალმაც საანგარიშო პერიოდში – 533,283,573 ლარი შეადგინა.

“თიბისი ბანკს” ამ ტიპის სესხებიდან მე-3 კვარტლის მონაცემებით, 450,583,509 ლარის ოდენობის საპროცენტო შემოსავალი უფიქსირდება.

ფიზიკური პირების სესხებიდან საპროცენტო შემოსავლების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება “ლიბერთი ბანკი”, რომელიც 182,044,265 ლარით რეიტინგში  მესამე ადგილს იკავებს.

IV და V პოზიციებს კი “კრედო” და “ვითიბი ბანკი” იკავებენ, შესაბამისად, მათმა საპროცენტო შემოსავალმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, 91,105,345 და 43,305,657 ლარი შეადგინა.

დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება

2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ქონება “საქართველოს ბანკმა” დაისაკუთრა. 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, “საქართველოს ბანკის” დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 62,4 მილიონ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. წინა წლის მესამე კვარტალში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 77,1 მილიონ ლარს უტოლდებოდა.

მეორე პოზიციაზეა “თიბისი ბანკი”. “თიბისი ბანკის” მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ამავე პერიოდში 56,1 მილიონ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 58,8 მილიონ ლარს უტოლდებოდა.

მესამე ადგილზე “ქართუა”. “ქართუ ბანკის” მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 2018 წლის მესამე კვარტალში 26.8 მილიონ ლარს უტოლდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 35,8 მილიონი ლარის ტოლი იყო.

მომდევნო პოზიციაზე “ვითიბი ბანკია”, რომლის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 8,9 მილიონ ლარს უტოლდება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,7 მილიონი ლარით ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 5,3 მილიონ ლარს უტოლდებოდა. მომდევნო პოზიციებზე “სილქროუდ ბანკი”, “ფინკა ბანკი” და “ლიბერთი ბანკი” არიან.

“სილქროუდ ბანკის” მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 954 ათასი ლარი შეადგინა, რაც ბანკის მიერ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკმა 1,252 მილიონი ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრა.

“ფინკა ბანკის” მიერ დასაკუთრებულმა უძრავმა და მოძრავმა ქონებამ 2018 წლის პირველ ცხრა თვეში 149 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიდოში ბანკმა 218 ათასი ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრა.

რაც შეეხება “ლიბერთი ბანკს”, “ლიბერთი ბანკის” მიერ დასაკუთრებულმა უძრავმა და მოძრავმა ქონებამ 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 69 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 119 ათას ლარს შეადგენდა.

ჯამში ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით 155.3 მილინონი ლარი შეადგინა.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share