Home » ფინანსები » როგორი იყო 2019 წლის თებერვალი კომერციული ბანკებისთვის
როგორი იყო 2019 წლის თებერვალი კომერციული ბანკებისთვის

როგორი იყო 2019 წლის თებერვალი კომერციული ბანკებისთვის

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში ბანკების შემოსავლებმა  324.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114 მილიონი ლარით მეტია. წინა წლის თებერვალში ბანკების შემოსავლების მოცულობა 210.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

საპროცენტო შემოსავლების სახით კომერციულმა ბანკებმა მიმდინარე წლის თებერვალში 261.1 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით შემცირებულია, თუმცა წინა წლის თებერვალთან შედარებით გაზრდილია 22.5 მილიონი ლარით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკების საპროცენტო შემოსავლების მოცულობა 238.6 მილიონ ლარს შეადგენდა. გასულ, იანვრის თვეში კი საპროცენტო შემოსავლების სახით ბანკებმა 286.8 მილიონი ლარი მიიღეს.

გაზრდილია ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის თებერვალში და 146.6 მილიონ ლარს შედაგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 142.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან მიღებულ შემოსავლებს, 2019 წლის თებერვალში კომრციულმა ბანკებმა იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან 83.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15.5 მილიონი ლარით მეტია. გასული წლის თებერვალში ბანკებმა იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან 68 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

ბანკებმა მიმდინარე წლის თებერვალში მოგების გადასახადის სახით 7.2 მილიონი ლარი გადაიხადეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 მილიონი.

რაც შეეხება წმინდა მოგებას, კომერციული ბანკების წმინდა მოგება საგრძნობლად, 34.3 მილიონი ლარით შემცირდა და 2019 წლის თებერვლის თვეში 55.7 მილიონი ლარი შედაგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომერციული ბანკების მოგება 90 მილიონი ლარი იყო.

დღესდღეისობით კომერციული ბანკები საქართველოს საბანკო ბაზარზე 15 ბანკით არიან წარდგენილი.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share