Home » საზოგადოება » როგორი იქნება უნივერსალური მინი ქალაქი, რომელიც დიდ დიღომში აშენდება [ვიდეო]
როგორი იქნება უნივერსალური მინი ქალაქი, რომელიც დიდ დიღომში აშენდება [ვიდეო]

როგორი იქნება უნივერსალური მინი ქალაქი, რომელიც დიდ დიღომში აშენდება [ვიდეო]

დიდ დიღომში ახალი უნივერსალური მინი ქალაქის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ომეგა ჯგუფში“ განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, კომპანიას თბილსიის მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად განაცხადი უკვე შეტანილი აქვს და მშენებლობას ნებართვის მიღებიდან ძალიან მალე დაიწყებს. „ყველაფერი მზად გვაქვს, რეალურად, ველოდებით მერიის ნებართვას. როდის მივიღებთ არ ვიცით.“- განუცხადეს „კომერსანტს“ „ომეგა ჯგუფში“.

მშენებლობა 400 მილიონი ლარის ბრიტანულ-ქართული ინვესტიციით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება 40 საცხოვრებელი კორპუსის, ასევე კომერციული და გასართობი ცენტრების მშენებლობა. ახალ ქალაქში 5000 ოჯახი იცხოვრებს, გარემო კი მაქსიმალურად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და ბიზნეს ინტერესებზე. „ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ პროექტი გულისხმობს ჯამში 160 ათასი კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე სკოლების, საბავშვო ბაღების, თეატრის, კინოს, სპორტული კომპლექსის და სავაჭრო ცენტრების მშენებლობას.

„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ განსაკუთრებით საინტერესოა არქიტქეტურის ნაწილი. კერძოდ, უნიკალური პროექტის ავტორი ბრიტანელი სპეციალისტია, რომელიც გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში საუკეთესო ქალ არქიტექტორად დასახელდა.

წყარო: კომერსანტი

Share