Home » მსოფლიო » როგორი იქნება ახალი iPhone, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება ბაზარზე
როგორი იქნება ახალი iPhone, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება ბაზარზე

როგორი იქნება ახალი iPhone, რომელიც სექტემბერში გამოჩნდება ბაზარზე

Bloomberg: Apple-ის ახალი ფლაგმანური მოდელი 6,5 დუიმიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი, რაც მას ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სმარტფონს გახდის.

საერთო ჯამში, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი 3 ახალ iPhone-ს წარადგენს. სააგენტოს ცნობით, მოწყობილობები დიზაინით iPhone X-ის მსგავსი იქნება, მათ მხოლოდ ზომა განასხვავებს.

სმარტფონები OLED-ეკრანებით იქნება აღჭურვილი. მათი უკანა პანელი კი მინით იქნება დაფარული და მასზე განთავსდება ორმაგი კამერა.

ახალ მოდელებში აქცენტი ტელეფონების მუშაობის სისწრაფეზე და ფოტოგადაღების ხარისხზე კეთდება.

Bloomberg-ის ცნობით, 3 მოწყობილობას შორის ყველაზე იაფფასიანი iPhone 8-ის პირდაპირი შემცვლელია. მას 6,1 დუიმიანი ეკრანი და LCD ეკრანი ექნება, რაც ტელეფონს შედარებით ხელმწისაწვდომს გახდის (OLED ტექნოლოგია ძვირადღირებულია).

სმარტფონები 2 ბარათიანი იქნება.  ახალი მოდელების პრეზენტაცია სექტემბერში იგეგმება.

Share