Home » საზოგადოება » “როგორც იცით, საქართველოში აიკრძალა უცხოელებზე მიწის მიყიდვა, ეს პრაქტიკა სხვა ბევრ ქვეყანაშიცაა”
"როგორც იცით, საქართველოში აიკრძალა უცხოელებზე მიწის მიყიდვა, ეს პრაქტიკა სხვა ბევრ ქვეყანაშიცაა"

“როგორც იცით, საქართველოში აიკრძალა უცხოელებზე მიწის მიყიდვა, ეს პრაქტიკა სხვა ბევრ ქვეყანაშიცაა”

ბრუნო ბალვანერა: მიწის გასხვისებაზე საჭიროა გამონაკლისების დადგენა კანონის დონეზე

ინვესტორთა საბჭო უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონპროექტის დასრულებას ივნისისთვის ელოდება, ამის შესახებ EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განუცხადა. მისი თქმით, ეს მკაცრი მიდგომაა და მეტი მოქნილობაა საჭირო ამისთის.

ბალვანერას განმარტებით საჭიროა გამონაკლისების დადგენა კანონის დონეზე.

“როგორც იცით აიკრძალა უცხოელებზე მიწის მიყიდვა. მსგავსი პრაქტიკა არამხოლოდ საქართელოში, არამედ სხვა ბევრ ქვეყანაშიც არის. თუმცა ეს მკაცრი მიდგომაა, რადგან მეტი მოქნილობაა საჭირო.

ამიტომ საჭიროა გამონაკლისების დადგენა კანონის დონეზე. ინვესტროთა საბჭო მუშაობს პარლამენტთნ და მთავრობასთნ ერთდ, თუ რა შემთხვევაში უნდა დადგინდეს გამონაკლისები უცხოელებისთს.

დისკუსიები ისევ მიმდინარეობს, ველოდებით, რომ ინვესტორთა საბჭოს შემდეგ შეხვედრებამდე, რომელიც ივნისში ჩატარდება გარკვეულ შეთნხმებამდე მივალთ”. – აცხადებს EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა.

მოამზადა შოთა ხაფავამ

Share

About George Kapanadze