Home » მსოფლიო » როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობების შეფასებისას, თუ როგორ ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებასა და დასავლეთთან  კონკურენციას, ისმის მთავარი კითხვა: ნავთობზე ფასების მკვეთრი კლების ფონზე რამდენი ხნის განმავლობაში გაძლებს რუსული ეკონომიკა? Deutsche Bank-ის ეკონომისტების ანალიზით, ამას პუტინი იმაზე დიდი ხნის განმავლობაში მოახერხებს, ვიდრე წინასწარ იყო შეფასებული.

რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემოსავლები უზრუნველყოფს. შესაბამისად, ფასების ცვლილება ქვეყანაზე მკვეთრად მოქმედებს. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც 2014 წელს ნავთობზე ფასმა კლება დაიწყო, ეკონომისტების გარკვეულ ჯგუფს მიაჩნდა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს რუსეთი „ფულის გარეშე დარჩებოდა“.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პუტინმა მოახერხა დანახარჯების შემცირება ისე, რომ რომ მისი რეიტინგი არ დაცემულა. შედეგად, Deutsche Bank-ის ეკონომისტების შეფასებით, თუკი ერთი ბარელის ფასი $66 იქნება, რუსეთის ბიუჯეტი დაბალანსდება. მეტი თვალსაჩინოებისათვის, 2014 წელს ბიუჯეტის დასაბალანსებლად საჭირო იყო, რომ ერთი ბარელის ფასი $103-ით განსაზღვრულიყო.

პარასკევის მონაცემებით, ნედლი ნავთობის ფასი, დაახლოებით $33 იყო. შესაბამისად, რუსეთი სერიოზული საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. თუმცა, Deutsche Bank-ის მიხედვით, რუსეთს სამ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში შეუძლია რეზერვების ხარჯზე გაძლოს. ერთი მხრივ, უფრო მეტი დრო საუდის არაბეთსა და ირანს აქვთ, თუმცა რუსეთი თავის მხრივ უკეთეს სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე კოლუმბია, ომანი და ნიგერია.

ნავთობის დაბალ ფასებს, რუსეთის რეცესიის უფრო მეტად გარღმავება შეუძლია. თუმცა, პუტინის ავტორიტარულმა რეჟიმმა, არაერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყნის ეკონომიკას ასეთი დონის შოკის შემდეგ, ფეხზე წამოდგომის უნარი გააჩნია.

Share