Home » ფინანსები » როგორ იფლანგება ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონები
როგორ იფლანგება ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონები

როგორ იფლანგება ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონები

ბიუჯეტიდან, კანონთან შეუსაბამოდ, ხელფასებზე დახარჯულია 135,250 ლარი, ფონდის ხელძღვანელის ყოველთვიური სარგო კი 6,250 ლარს შეადგენს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის 2015, 2016 წლებსა და 2017 წლის 9 თვეში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე, ფეხბურთის განვითარებისთვის გადარიცხული და დახარჯული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში გამოვლინდა და ამავდროულად შემოწმდა  ა(ა)იპ ? ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიც.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლინდა სხვადასხვა  დარღვევა და მათ შორის გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვნებს.

დასკვნაშია საუბარია მაღალ შრომის ანაზღაურებაზე, როგორც ჩანს ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე  ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3,000 ლარს, რაც 2-ჯერ აღემატება კანონით განსაზღვრულს. ამასთანავე, ფონდის დირექტორის თვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6,250 ლარს, მაშინ როდესაც, ის არ უნდა აღემატებოდეს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს – 2,950 ლარს. შედეგად, ბიუჯეტიდან კანონთან შეუსაბამოდ, სულ გაწეულია 135,250 ლარის ხარჯი.

აღნიშნული შეუსაბამობებით შედგენილი საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი შეთანხმებული იყო მინისტრთან და დამტკიცებული იყო ფონდის გამგეობის მიერ. რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი ორგანოა. მიუხედავად ამისა, ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საკითხი, როგორც გამონაკლისი, საჭიროებდა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას რაც არ მომხდარა.

შედეგად, 2016 წელს და 2017 წლის 9 თვეში ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევით გაწეულია სულ – 135,250 ლარის ხარჯი, მათ შორის – ფონდის დირექტორზე – 62, 700 ლარი.

კონკრეტულად საფეხბურთო კლუბებშიც საკმაოდ მაღალი თანხები იხარჯება ხელფასებში,  ფონდის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კლუბების საბაზისო დაფინანსების 73.5% დახარჯულია ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და კლუბების ადმინისტრაციის ხელფასებზე.

დარღვევებია 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებითაც,  უეფას რეგულაციებით, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნაკრების საკვალიფიკაციო გასვლით მატჩებში – მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად, უეფადან გამოყოფილი თანხიდან – 135,000 ევროდან, ფეხბურთის ფედერაციას უნდა დაეფინანსებინა ხუთი გასვლითი მატჩის – მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯები. ფაქტობრივად, ამ მიზნობრიობით, ერთ გასვლით მატჩში დაიხარჯა ფეხბურთის ფედერაციის 82,809 ლარი, ხოლო ოთხ გასვლით მატჩში – სამინისტროდან ფედერაციაში გადარიცხული საბიუჯეტო სახსრები – 332,320 ლარის ოდენობით. უეფას მიერ გამოყოფილი 135,000 ევრო (357,545 ლარი) გამოყენებულ იქნა ფეხბურთის ფედერაციაზე უეფას მიმართ რიცხული ძველი ვალების დასაფარად. გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების პირდაპირი წყარო არსებობდა და იმის გათვალისწინებით, რომ უეფადან გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი ხუთივე გასვლითი მატჩის დასაფინანსებლად (სხვაობა – 57,584 ლარი), ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსებულიყო მხოლოდ 57,584 ლარი. შესაბამისად, გამოყოფილი 332,320 ლარიდან ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება – 274,736 ლარი;  

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებული უეფას ელექტრონული წერილი, რომლის თანახმად, ფეხბურთის ფედერაცია დაკრედიტდა 70,000 ევროთი (18.12.2015) დ 65,000 ევროთი (30.11.2016), ხოლო ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე კონკრეტული გადახდა არ მომხდარა. ასევე ელქტრონულ წერილში აღნიშნულია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე დარიცხულია 476,367 ევროს დავალიანება, რომელიც უკავშირდება თბილისში, 2015 წლის აგვისტოში გამართულ უეფას სუპერთასის ფინალის საბოლოო ფინანსურ ანგარიშს. გაურკვეველია, რატომ დაგროვდა ამხელა დავალიანება სუპერთასის მატჩის შემდგომ, მაშინ, როდესაც აღნიშნულმა მატჩმა ყველა მოლოდინი გაამართლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ზეპირი განმარტებით, უეფას მხრიდან აღნიშნული კონტრიბუციით ძველი ვალდებულების გაქვითვა შეთანხმებული იყო ფეხბურთის ფედერაციასთან. ამრიგად, აუდიტორული პროცედურებით გამოვლინდა, რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების გასვლით საკვალიფიკაციო მატჩებში – მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 332,320 ლარის ოდენობით, არაპირდაპირ მოხმარდა ფეხბურთის ფედერაციის უეფას მიმართ რიცხული გასული პერიოდის დავალიანების დაფარვას, რომლის არსებობისა და წარმოშობის საფუძვლების შესახებ სამინისტრო სათანადოდ დასაბუთებულ ინფორმაციას არ ფლობდა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას შორის

არსებულ სამართლებრივ ურთიერთობათა კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა- შეფასებაზე. შესაბამისად, აუდიტის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს აღნიშნული დავალიანების სისწორე და რეალობა.

ხარვეზებია ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტის შედგენა-შესრულებაშიც, კერძოდ – ფონდის 2016 წლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები 40,200,000 ლარის ოდენობით, დამტკიცდა რეალური შემოსავლების გაუთვალისწინებლად. მობილიზებულ იქნა მხოლოდ 26,310,282 ლარი. შესაბამისად, ვერ შესრულდა პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ხარჯები, რის გამოც გათვალისწინებული ხარჯების ნაწილობრივი დაფარვის მიზნით, 2016 წლის 30 დეკემბერს კომერციული ბანკიდან აღებულ იქნა სესხი – 2,000,000 ლარის ოდენობით. სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი დაიფარა 2017 წლის 9 იანვარს. საკომისიომ და პროცენტმა შეადგინა 9,479 ლარი, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა;

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წლები) სახელმწიფო პროგრამაში შეიცვალა როგორც პროგრამის განხორციელების პერიოდი, ისე თანხები. ამავე დროს შევიდა შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაც: კერძოდ, ამოღებულ იქნა “ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები”, რაც ჯამში შეადგენდა 41,000,000 ლარს. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის ხარჯები და საბიუჯეტო ასიგნებები არ იყო შესაბამისობაში.

2017 წლის 5 ივლისამდე არ არსებობდა გაწერილი კრიტერიუმი თუ რა პრინციპით, პროპორციით და მოცულობით უნდა გაცემულიყო კლუბებზე ფინანსური სტიმულირების თანხები. არარსებული რეგულაციის პირობებში, კლუბებზე ფინანსური სტიმულირების სახით გაცემულია 3,804,367 ლარი; საბაზისო დაფინანსებასა და ხელშეკრულებებში არ არის გაწერილი, რა ოდენობის თანხა უნდა იყოს მიმართული შრომის ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, არ არის განსაზღვრული სხვადასხვა ხარჯის ზღვრული ნორმებიც. კერძოდ, რა ოდენობის თანხა უნდა მოხმარდეს მივლინებებს, შეკრებებს, სპორტულ ეკიპირებას და სხვა ხარჯებს.  არ არის შემუშავებული კლუბების საჭიროებისათვის ერთიანი შესყიდვების

პოლიტიკა, როგორც ფონდის საპროგრამო პრეზენტაციაშია ეს გაცხადებული. 2.3 ფონდის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების შეუსაბამობები ფონდში ხელფასებზე, სარგოს სახით სულ დარიცხული და გაცემულია 283,500 ლარი. მათ შორის, 2016 წელს (მარტი – დეკემბერი) – 148,750 ლარი, ხოლო 2017 წელს (იანვარ – სექტემბერი) – 135,000 ლარი. ფონდში თანამდებობრივი სარგოების გაცემისას არ არის დაცული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა 17 და 2016 და 2017 წლების ბიუჯეტის შესახებ კანონის მოთხოვნები.

გიორგი კაპანაძე

Share