Home » გალერეა » როგორ გამოიყურება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი
როგორ გამოიყურება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი

როგორ გამოიყურება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.

გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგება, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება.

გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი.

საქართველოს პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

Share