Home » საზოგადოება » როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ
როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ

როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ

ემიგ­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ასიათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს, სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი კი ბოლო წლებ­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის კუ­თხით შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობენ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. დამ­საქ­მებ­ლე­ბის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან. AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ასეთ ადა­მი­ანს ესა­უბ­რა – ერთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი ფი­ზი­კურ­მა პირ­მა მო­ა­ტყუა, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ფუ­ლის გა­მომ­ძალ­ვე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნდა.

ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნა­თია ომა­ნა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ მის­მა მე­უღ­ლემ პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, ამი­ტომ ოჯახ­მა და­ი­წყო შუ­ა­მა­ვა­ლი პი­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, ვინც ამა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დათ.

ახ­ლობ­ლებ­მა ხა­შუ­რელ ქალ­ბა­ტონ­თან და­კავ­ში­რე­ბა გვირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც მათი თქმით ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სა­მუ­შაოდ უშ­ვებ­და ადა­მი­ა­ნებს, მათ­თვის დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ებს იძი­ებ­და და და­საქ­მე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ამ ქალ­ბატონს შევ­ხვდით, ვე­სა­უბ­რეთ, საკ­მა­ოდ კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. რომ ჩა­ვი­დო­და ჩემი მე­უღ­ლე პო­ლო­ნეთ­ში, იქ უნდა დახ­ვედ­რო­და დამ­საქ­მე­ბე­ლი, და­ეკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­ნა, წ­ა­ეყ­ვა­ნა კომ­პა­ნი­ა­ში და და­პი­რე­ბი­სა­მებრ და­ე­საქ­მე­ბი­ნა. ეს პი­რო­ბე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შიც ჩადო, რო­მელ­საც ჩვენ მო­ვა­წე­რეთ ხელი და გა­და­ვუ­ხა­დეთ 500 ლარი.

რო­დე­საც ჩა­ვი­და ჩემი მე­უღ­ლე პო­ლო­ნეთ­ში, მას მარ­თლაც დახ­ვდა იქ ერთი პირი, რო­მელ­მაც სას­ტუმ­რო­ში მი­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა და­საქ­მე­ბის ნაც­ვლად იქ და­ტო­ვა და გა­უ­ჩი­ნარ­და. არც ენა იცო­და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, არც იმ­დე­ნი თან­ხა ჰქონ­და, რომ გზა უპ­რობ­ლე­მოდ გა­ეკვლია. დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წია ღა­მე­ე­ბის ქუ­ჩა­ში გა­თე­ვა, შემ­დეგ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გა­დას­ვლა.

ჩვენ ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით შუ­ა­მა­ვალ ქალს და ვთხოვ­დით პა­სუხს იმის გამო, რაც მოხ­და, მაგ­რამ ის არც რე­ა­გი­რებ­და. რომ არ გავ­ჩერ­დით, ამ ქალ­მა და­რე­კა პო­ლო­ნეთ­ში, რის შემ­დე­გაც უცხო პირ­მა მი­ა­კი­თხა ჩემს მე­უღ­ლეს და სა­მუ­შა­ო­ზე მო­წყო­ბის მიზ­ნით პო­ლო­ნეთ­ში, მი­უ­ვალ პე­რი­ფე­რი­ა­ში წა­იყ­ვა­ნა, და­ა­საქ­მა ცეხ­ში სა­დაც გა­უ­საძ­ლის, მო­ნურ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წია ცხოვ­რე­ბა, სა­დაც არ იყო არც კვე­ბის და არც ჰი­გი­ე­ნის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი, ზოგ­ჯერ არ უხ­დიდ­ნენ კუთ­ვნილ ხელ­ფას­საც – ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნა­თია ომა­ნა­ძე.

თით­ქმის მსგავს ის­ტო­რი­ას ყვე­ბა ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ლუ­სი­ა­ნე თო­რი­ას ოჯა­ხიც. სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის ერთ-ერ­თმა ფირ­მამ მა­მა­კაცს პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ პოზ­ნან­ში რეს­ტო­რან­ში მზა­რე­უ­ლის მო­ად­გი­ლედ და­საქ­მე­ბა და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი შეს­თა­ვა­ზა. და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­სა და დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ფორმ­და, თუმ­ცა სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­სულ თო­რი­ას რეს­ტორ­ნის ნაც­ვლად მუ­შა­ო­ბა ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კომ­ბი­ნატ­ში მო­ნურ პი­რო­ბებ­ში და თვე­ში 250 დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­უხ­და. მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე ლა­მა­რა კვერ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ და­საქ­მე­ბის კომ­პა­ნი­ამ მისი მე­უღ­ლე მო­ა­ტყუა. მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კაცს საკ­ვე­ბად მხო­ლოდ ერთ ნა­ჭერ პურს და პა­ტა­რა თეფ­შით ბრინჯს აძ­ლევ­დნენ. იმის გამო, რომ მას სამ­შობ­ლო­ში გა­მო­სამ­გზავ­რე­ბე­ლი თან­ხა არ ჰქონ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კა­ბა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა.

რო­გორ არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს?

შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს საქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად 2015 წელს მი­ღე­ბუ­ლი „შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი თუ კონ­ვენ­ცი­ე­ბიც.

წე­სით „შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი“ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სფე­როს სრულ­ყო­ფილ სა­მარ­თლებ­რივ რე­გუ­ლი­რე­ბა­სა და სან­ქცი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბას, რაც და­ი­ცავ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს თაღ­ლი­თურ სქე­მე­ბე­ში ჩაბ­მის­გან. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ეს კა­ნო­ნი ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლებს. კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს დამ­საქ­მებ­ლებს და­რე­გის­ტრირ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით და და­იც­ვას საქ­მი­ა­ნო­ბის პი­რო­ბე­ბი. თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი არ და­რე­გის­ტრირ­და ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, მისი დას­ჯის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი არის ჯა­რი­მა 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით პირ­ველ ჯერ­ზე, ხოლო 1 000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა მე­ო­რე ჯერ­ზე. რა ხდე­ბა მე­სა­მე, მე­ო­თხე ან თუნ­დაც მე­ო­ცე ჯერ­ზე ეს კა­ნო­ნით არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ არ არ­სე­ბობს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და და­ნა­შა­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ უარ­ყო­ფენ, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სრულ­ყო­ფას სა­ჭი­რო­ებს და აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო იწყებს სის­ტე­მუ­რი და ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას ამ კუ­თხით.

ერთი თვის წინ შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტში მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­მარ­თვე­ლო შე­იქ­მნა. რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ელზა ჯგე­რე­ნა­ი­ამ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რათა სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­მა პი­რებ­მა ლე­გა­ლუ­რად შეძ­ლონ ღირ­სე­ულ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ში და­საქ­მე­ბა.

Share