Home » ეკონომიკა » როდის დაიწყება ქობულეთში 500 მილიონიანი პროექტის, Green Resorts-ის მშენებლობა
როდის დაიწყება ქობულეთში 500 მილიონიანი პროექტის, Green Resorts-ის მშენებლობა

როდის დაიწყება ქობულეთში 500 მილიონიანი პროექტის, Green Resorts-ის მშენებლობა

რეგიონში ყველაზე მასშტაბური, მწვანე, მულტიფუნქციური, 500 მილიონიანი პროექტის, Green Resorts-ის მშენებლობა 3-4 თვეში დაიწყება. მისი პირველი ნაწილი, რომელიც სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს, დაახლოებით 3 წელიწადში, მთლიანად პროექტი კი ექს წელიწადში დასრულდება.

პროექტით გათვალისწინებული სპორტული ინფრასტრუქტურა ქობულეთს და აჭარის რეგიონს სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში სხვადსახვა ტიპის კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი, აპარტამენტები, ვილები.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. იგეგმება 500 ადამიანის დასაქმება.

პროექტი ხორციელდება კომპანია „გრინ რეზორთის“ მიერ „ელ & ერ“ კომპანისთან პარტნიორობით, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და არა-ერთი ევროპული ინვესტიცია მოიზიდა.

Share