Home » საზოგადოება » როდიდან და როგორ შეიცვლება ზარის წამოწყებისა და დასრულების ტარიფები საქართველოში
როდიდან და როგორ შეიცვლება ზარის წამოწყებისა და დასრულების ტარიფები საქართველოში

როდიდან და როგორ შეიცვლება ზარის წამოწყებისა და დასრულების ტარიფები საქართველოში

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ურთიერთჩართვის არსებული – 3.5 თეთრიანი ტარიფების (გადასახადის ჩათვლით) შეცვლა იგეგმება. მობილურ ქსელში 2018 წლის 1-ლი ივლისიდან ზარის წამოწყება (გადასახადების გარეშე) 2.16 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება (გადასახადის გარეშე) 1.81 თეთრი იქნება.

ტარიფების შეცვლის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ლი იანვარია, როდიდანაც ზარის წამოწყება (გადასახადების გარეშე) 1.44 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება (გადასახადის გარეშე) 0.75 თეთრი გახდება.

რაც შეეხება ფიქსირებულ ქსელში არსებულ ურთიერთჩართვის ტარიფებს, არსებული ტარიფი (გადასახადის ჩათვლით) 2 თეთრია. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ზარის წამოწყება

ადგილობრივ დონეზე (გადასახადების გარეშე) 1.04 თეთრი; ტრანზიტულზე კი – 1.05 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება ადგილობრივ დონეზე (გადასახადის გარეშე) – 0.99 თეთრი; ტრანზიტულზე კი – 1.01 თეთრი იქნება.

უკვე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ადგილობრივ დონეზე ზარის წამოწყება (გადასახადის გარეშე) – 0.38 თეთრი; ტრანზიტულზე – 0.41 თეთრი ეღირება; ზარის დასრულება (გადასახადის გარეშე) კი ადგილობრივზე – 0.28 თეთრი; ხოლო ტრანზიტულ დონეზე -0.32 თეთრი გახდება.

წყარო:bpn.ge

Share