Home » ბიზნესი » რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება
რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება

რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე სასტუმროს ვერ ააშენებს.

კერძოდ, როგორც კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებლობა მათთვის არ არის მისაღები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქ რამდენიმე ნაკვეთს, ზონებს ადევს შესაძლებლობა პროექტის მშენებლობის განხორციელების, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან.

ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები. ვიმეორებ, ბექა არის კეთილსინდიერი მფლობელი ამ მიწის და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა. იგივე იყო კუს ტბის ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება. იგივე იყო ვაკის პარკთან, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები შევინარჩუნოთ და პირველ რიგში, გამოვიდეთ ქალაქის ინტერესებიდან,“ – განაცხადა ქალაქის მერმა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად ბექა ოდიშარიას არქიტექტურის სამსახურისთვის ჯერ კიდევ 2016 წელს აქვს მიმართული. 2018 წელს კი სამსახურისგან პროექტის ესკიზზე თანხმობაც აქვს მიღებული.

BPN.GE

Share