Home » საზოგადოება » რიკოთის გვირაბის გავლით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება
რიკოთის გვირაბის გავლით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბის გავლით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბის გავლით ყველა ტრანსპორტის მოძრაობა 7-9 მაისს პერიოდულად აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმების გამო დაწესდა.

მოძრაობა შეიზღუდება 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს – 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში მოძრაობა შემოვლით გზაზე განხორციელდება, გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Share