Home » ფინანსები » „რიგითი ლარი“, ანუ „მეომარი“, რომელიც მარტო იბრძვის ყველას წინააღმდეგ“
„რიგითი ლარი“, ანუ „მეომარი“ რომელიც მარტო იბრძვის ყველას წინააღმდეგ“

„რიგითი ლარი“, ანუ „მეომარი“, რომელიც მარტო იბრძვის ყველას წინააღმდეგ“

„რიგითი ლარი“ ანუ მეომარი რომელიც მარტო იბრძვის ყველას წინააღმდეგ – ამ სათაურით “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რიგითი ლარი“ ანუ „მეომარი“ რომელიც მარტო იბრძვის ყველას წინააღმდეგ

ბოლო 2 თვეა ლარი მნიშვნელოვან რყევებს განიცდის, ამ პროცესების ფონზე სრულიად ლეგიტიმურად ისმის კითხვა, უნდა ჩარეულიყო თუ არა სებ-ი პროცესებში და ზოგადად შეიძლებოდა, თუ არა ამ პროცესების თავიდან აცილება. მე არაერთხელ მისაუბრია კონკრეტულ სიტუაციაში, ლარის გაუფასურების მიზეზები და მისგან გამოსავლის გზებზე, შესაბამისად ახლა, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და უბრალოდ მიმოვიხილოთ ზოგადად, როგორ იქცევიან ცენტრალური ბანკები, სხვადასხვა ტიპის დევალვაციების დროს.

ცენტრალურ ბანკს აქვს თავისი სავალუტო რეზერვები, დიახ სწორედ ის სავალუტო რეზერვები, რომლის შევსებასაც, მნიშვნელოვან წილად შეეწირა ჩვენი ვალუტის სტაბილურობა. მაგალითად თუ 2018 წლის იანვარში რეზერვები 3 მლრდ მცირედით აღემატებოდა 2019 წლის იმავე პერიოდში, მათი მოცულობა 3.7მლრ -მდე გაიზარდა, ეს ცხადია ცუდი არ არის, მაგრამ მთავარია როგორ ხდება რეზერვების შევსება, რათა ამ პროცესით წნეხი არ გავზარდოთ ვალუტაზე, მაგრამ ჩვენს რეალობაში პირიქით მოხდა, ანუ სავალუტო რეზერვებმა კი არ დაიცვა ლარი, არამედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის გაუფასურებაში.

უფრო კონკრეტულად, ცენტრალური ბანკები თავიანთ სავალუტო რეზერვებს, როგორც წესი იმ მოკლევადიანი, საშინაო ან ფსიქოლოგიური ფაქტორების გასანეიტრალებლად იყენებენ, რამაც შესაძლბელია გამოიწვიოს ვალუტის სწრაფი დევალვაცია ან ფასების სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. მეტიც რიგი ცენტრალური ბანკები, რეზერვებს იყენებენ იმ საგარეო ეგზოგენური ფაქტორების წინააღმდეგაც, რომელსაც წინასწარ იციან, რომ ინტერვენციით ვერ გაანეიტრალებენ, თუმცაღა ინტრვენციის გზით ცდილობენ ეკონომიკასა და ბიზნესს თავიდან ააცილონ ვალუტის, ნახტომისებური გაუფასურება და ეს რყევები უფრო ხავერდოვანი გახადონ.
ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ ამა თუ იმ სიტუაციაში, უნდა ჩარეულიყო, თუ არა სებ-ი, ასევე შეგვიძლია ვიდაოთ, იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო სებ-ის რეზერვების შევსების პოლიტიკა. მაგრამ ფაქტი ერთია, ბოლო ორი წელია, სებ-ს არცერთი ინტერვენცია არ განუხორციელებია ბაზარზე ლარის დასაცავად, არცერთი ინტერვენცია არ ყოფილა გაუფასურების ტალღის შესაჩერებლად.

რაც შეეხება ბოლო მოვლენებს (როგორც საგარეოს ისე საშინაოს), მდგომარეობა ცალსახად რთულია და ის ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემებს უქადის, თუმცა ტექნიკურად ჯერ არცერთ შეზღუდვას არ შეეძლო ლარზე, ისეთი დარტყმის მიყენება, რომ კურსი ერთ საათში ერთი თეთრით ეცემოდეს. დღეს არსებული მდგომარეობა სწორედ იმ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება, რომელზეც ვისაუბრე, ამ ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება, როგორც მინიმუმ შერბილება შესაძლებელია.

რაც შეეხება მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს და მისი შოკების შთანთქმის ეფექტს, რომელზეც ხშირად კეთდება აქცენტი, დღეში 5 თეთრით გაუფასურებული ვალუტა, არანაირ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში არ ჯდება, ხოლო რაც შეეხება შოკების შთანთქმას, სანამ ბაზარზე შოკური ეფექტი არ მოხდება კურსს არაფერს შთანთქავს და ის უბრალოდ აჟიოტაჟურად უფასურდება”, – წერს ბაირახტარი.

Share