Home » საზოგადოება » რევაზ არველაძე – უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე
რევაზ არველაძე - უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე

რევაზ არველაძე – უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე

უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია მოსახლეობის წინააღმდეგობით – აშენდეს ჰესები.

რევაზ არველაძის თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საჭირო გახდება ატომური ელექტროსადგრის მშენებლობაზე ფიქრი.

“ენერგეტიკაში შემცირებულია სერიოზულად ინვესტიციები. ამის მიზეზი ძირითადში არის ის, რომ სწორად არ მიდის აგიტაცია-პროპაგანდა მოსახლეობაში. ჩვენ გაგვაჩნია ერთადერთი სტაბილური რესურსი ჰიდრორესურსი. თუმცა, უკვე აღარც მცირე სადგურს აღარ აშენებინებს მოსახლეობა(კომპანიებს), რაც ჩემი აზრით, გაუთვიცნობიერებლობით არის გამოწვეული. არ ვიტყვი, რომ ის ხალხი არაფერს იცნობს, მაგრამ ფაქტია, ეწინააღმდეგება ყველაფერს.

არადა ენერგეტიკოსები რას ვლაპარაკობთ? – გამორიცხულია, რომ სხვა რამე ითქვას – თუ ენერგეტიკული ობიექტი ეკონომიკურად ეფექტურია და ეკოლოგიურად მისაღებია, მხოლოდ მაშინ ვუჭერთ მხარს. ასეთი ობიექტები ბევრია, მაგრამ მუშაობა მიდის ყველაფრის წინააღმდეგ. ეს მუშაობა დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა კარგად იცოდა, რომ ქვეყანაზე ზემოქმედება თუ გინდა გქონდეს, ენერგეტიკა უნდა გქონდეს ხელში ჩაგდებული, ამას მიაღწია კიდეც. მაშინ აიკრძალა ზოგიერთი ობიექტის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, დღესაც იქიდან მოდის ეს კამპანია, რომელსაც აყოლილია ადგილობრივების ნაწილი.

არის 2 მაღალი და 50 კილოვატი ძაბვის ქვესადგური, ქსანი და ზესტაფონი- იქ უნდა აშენდეს თბოსადგურები. მოამავალში ეს არ იქნება საკმარისი და აქედანვე უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”,- აცხადებს რევაზ არველაძე.

BM.GE

Share