Home » საზოგადოება » რევაზ არველაძე – ბანკები ჩვილი ბავშვები არიან, ფარმაცევტულ კომპანიებთან შედარებით
რევაზ არველაძე - ბანკები ჩვილი ბავშვები არიან, ფარმაცევტულ კომპანიებთან შედარებით

რევაზ არველაძე – ბანკები ჩვილი ბავშვები არიან, ფარმაცევტულ კომპანიებთან შედარებით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის რევაზ არველაძის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიები “სუპერ მოგებაზე” მუშაობენ. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავობის ახალ შემადგენლობას კენჭი უნდა უყარონ.

“როცა ბანკებზე ვსაუბრობთ, რომ გააკოტრეს მოსახლეობა, ისინი ჩვილი ბავშვებივით გამოიყურებიან ფარმაცევტულ კომპანიებთან შედარებით. ხომ არ გაქვთ რაიმე ჩაფიქრებული, რომ ეს საკითხი მოგვარდეს? მაგალითად, რომ დავუწესოთ რენტაბელობის ზედა ზღვარი? 3 დღე კვირაში აიაფებენ 20%-ით, მაგრამ მაინც სუპერ მოგებებზე მუშაობენ. ე.ი. რაღაც ძალიან დიდი რეზერვია აქ. ის წამლების ხელმისაწვდომობა(სამთავრობო პროგრამა), ეს თავის მოტყუება იქნება”,- აცხადებს რევაზ არველაძე და გიორგი გახარიას მიმართავს კითხვით იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მთავრობის მიერ მედიკამენტების ფასების რეგულირების ინიციატივით დღეს დეპუტატი სოფო კილაძეც გამოვიდა.

BM.GE

Share