Home » საზოგადოება » რეგიონში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირებამ საქართველოზეც იქონია გავლენა – ცოტნე ყავლაშვილი
რეგიონში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელის შემცირებამ საქართველოზეც იქონია გავლენა - ცოტნე ყავლაშვილი

რეგიონში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირებამ საქართველოზეც იქონია გავლენა – ცოტნე ყავლაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, 2020 სახელმწიფო წლის ბიუჯეტის ნომინალური პარამეტრები პარლამენტში დოკუმენტის მესამე წარდგენისთვის გაიზრდება.

ყავლაშვილი ამბობს, რომ პროექტში შესაძლოა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ეკონომიკური ზრდა გადაიხედოს. თუმცა, ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული იქნება გონივრულ პარამეტრებში.

„ველოდებით, რომ ბიუჯეტი მაკროეკონომიკური პარამეტრების ნაწილში იქნება გადახედილი, ნომინალურ მაჩვენებელში კი მესამე წარდგენისთვის გაზრდილი მაჩვენებლები გვექნება“, – აღნიშნა ყავლაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზენტაციას დაესწრო, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შენელებაზე იყო საუბარი.

„ყველა მიმართულებით საქართველო ჯანსაღ ტრენდს აჩვენებს რეგიონში ყველა შესადარ ქვეყანასთან მიმართებაში. ზოგადად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონისთვისაც მცირედით შემცირებულია. ამან იქონია გავლენა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელზეც“, – განაცხადა ყავლაშვილმა.

Share