Home » ბიზნესი » „რეგიონებში ძალიან ხშირია ბიზნეს პროექტების ხელშეშლის ფაქტები”
„რეგიონებში ძალიან ხშირია ბიზნეს პროექტების ხელშეშლის ფაქტები"

„რეგიონებში ძალიან ხშირია ბიზნეს პროექტების ხელშეშლის ფაქტები”

„რეგიონებში ძალიან ხშირია ბიზნეს პროექტების ხელშეშლის ფაქტები“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ დღეს, გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ ეთერში რეგიონებში ბიზნეს სექტორთან შეხვედრების შეფასებისას გააკეთა.
ლევან კალანდაძის თქმით, რეგიონებში ინვესტირების განხორციელების ხელშეშლის ფაქტები რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
„რიგ შემხვევაში ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ფინანსურად მოტივირებული ჯგუფების მიერ ხდება. იგივე აჭარაში, სვანეთში, კახეთში ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრისას იყო თემები, როდესაც ინვესტორს მიზანმიმართულად უშლიან საინვესტიციო პროექტის განხორციელებას. ჩვენ ამაზე შინაგან სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამის ლოკალიზება და მინიმიზაცია მოვახდინოთ“, – განაცხადა კალანდაძემ.
კითხვაზე ამ შემთხვევაში რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბიზნეომბუდსმენის აპარატს ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარკვეული პრეტენზიები გააჩნია.
„ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მიმართულებით გარკვეული გააქტიურება მართებს, იმიტომ რომ ისინი კუს ბაკანში მოქცევის რეჟიმში არიან, რიგ შემთხვევაში კი სირაქლემის პოზიცია უჭირავთ, იმიტომ რომ  გარკვეული პასუხისმგებლობის აღება არ სურთ. ადგილობრივი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ადგილობრივი პრობლემა ადგილზევე გადაწყდეს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ის ასეთი ტიპის პრობლემებს ვერ წყვეტს“, – განმარტა კალანდაძემ.
businesstime.ge
Share