Home » ახალი ამბები » რძის სექტორის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა
რძის სექტორის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა

რძის სექტორის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა

რძის სექტორის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი რძის მწარმოებელი ფერმერი, გადამამუშავებელი, მანქანა-დანადგარების მომწოდებელი, დარგის ექსპერტი და მთავრობის წარმომადგენელი დაესწრო, – ამის შესახებ „მედიანიუსი“ FAO-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონგრესის მეხუთე შეკრება ორგანიზებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის EU4Business initiative მხარდაჭერით.

მერძევეობის სექტორის მხარდაჭერაზე ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა ვენსენტ რეიმ.

„ჩვენ ქართული წარმოების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდასაჭერად, რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. შედეგად, სახეზე გვაქვს გაუმჯობესებული ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტები“, – განაცხადა ვენსენტ რეიმ.

კონკურენტუნარიანობის გაზრდა – EBRD-ს და FAO-ს ერთობლივი პროექტის მიზანია დაეხმაროს ქართველ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უპასუხონ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის ზრდით წარმოშობილ გამოწვევებს. შედეგად, რძის პროდუქტების წარმოების ჯაჭვის ყველა მოთამაშემ უნდა გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები და ამ სახით განათავსოს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე.

„პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება, უვნებლობა და ეფექტიანობის გაზრდა ძირითადი ქვაკუთხედია მერძევეობის სექტორის კონკურენტუნარიანის უზრუნველსაყოფად. ჩვენ რძის კომერციულ მწარმოებლებს ვეხმარებით ცოდნის გაზიარებით და რჩევებით, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტაა მწარმოებელი, რომელსაც შეუძლია შემოაბრუნოს ბაზარზე არსებული ნეგატიური ტენდენციები“, – განაცხადა EBRD-ის აგრობიზნესის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინა კუზმინამ.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში სფეროს პროფესიონალების – ვეტერინარების, საკვებწარმოებაში დასპეციალიზებული აგრონომების და ცხოველთა კვების სპეციალისტების ნაკლებობაა. საქართველო დიდ სარგებელს მიიღებდა ამ სფეროში კარგი საუნივერსიტეტო პროგრამებისგან, რომლებიც სტუდენტებს გადაამზადებდნენ წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ანდრეი იარმაკმა, FAO-ს ეკონომისტმა.

რისკი რძის წარმოებაში -2015 წელს, რძის სექტორის პროექტის დაწყების შემდეგ, საქართველოში მაღალხარისხიანი რძის წარმოება ორჯერ გაიზარდა, კომერციული მწარმოებლების უმეტესობას EBRD-მ და FAO-მ მხარდაჭერა გაუწიეს.

რძის კომერციულ მწარმოებელთა გაერთიანება, საქართველოს მერძევეობის ასოციაცია, გეგმავს განახორციელოს კამპანია ადგილობრივი რძისა და მისგან წარმობული პროდუქტების რეკლამირებისა და მომხმარებლის ცნობიერების ასამაღლებლად, რათა გაზარდოს მოთხოვნა ნედლ რძეზე, როგორც ჯანსაღ პროდუქტზე. ქართული რძის უვნებლობა და ხარისხი შედარებით დაბალია, წარმოებაში და პირველად გადამუშავებაში თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნისა და უნარების ნაკლებობის გამო. ამასთან, მომხმარებელი ნაკლებად გათვითცნობიერებულია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რომელიც ეხება ოჯახურ პირობებში წარმოებულ რძის პროდუქტებს და ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ყიდულობს მათ ოფიციალურად დაურიგესტრირებელი მწარმოებლებისგან.

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მიერ განხორციელებულ კვლევაში, რომელიც განხილული იყო კონგრესზე, აღნიშნული იყო რძის წარმოების სეზონურობა და შეზღუდული მოცულობა, როგორც რძის სექტორში არსებული ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. კომერციული ფერმების რაოდენობის ზრდა დასახელებული იყო, როგორც ამ პრობლემების დაძლევის ერთ-ერთი შესაძლებლობა.

გარემოსდაცვილითი საკითხები-ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმო მერძევეობის სექტორის გარემოზე ზემოქმედების თემას და განსაკუთებით ამ პრობლემის გადაჭრის ღონისძიებებს. რძის წარმოება ე.წ. სათბურის გაზების წარმოქმნის მნიშვნელოვანი წყაროა და, შესაბამისად, მდგრადი ფერმერული წარმოების სისტემა უნდა შეიცავდეს ნარჩენების სათანადო მართვის მომსახურებას, წყლის მენეჯმეტის მომსახურებას და ყურადღებას ამახვილებდეს მიწების ეროზიის საკითხებზეც. კონგრესზე ასევე განხილული იყო რძეში ანტიბოტიკების ნარჩენებისა და მომხმარებლისთვის მისგან მიღებული ზიანის პრობლემები.

საქართველოს მერძევეობის ასოციაციამ, ასევე, კონგრესზე დააჯილდოვა ორი ადგილობრივი ჟურნალისტი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ტელეკომპანია „იმედიდან“,

მესაქონლეობის სექტორის შესახებ მომზადებული საუკეთესო ნამუშევრებისთვის. გამარჯვებულებმა თავიანთ სიუჟეტებში საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული პროგრამაში არსებული გამოწვევები და ცხოველებიდან ადამიანზე გადამდები ზოონოზური დავადებები გააშეუქეს

EBRD და FAO ასევე ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნების (GIs) ხარისხის ნიშნის განვითარებას, რომელიც ეხება პროდუქტის, მისი წარმოების ადგილთან დაკავშირებას საქართველოს მერძევეობის სექტორში. საქართველოში ტრადიციული კვების პროდუქტების მრავალფეოვნებიდან გამომდინარე EBRD და FAO აძლიერებენ მწარმოებელთა შესაძლებლობებს პროდუქტის რეკლამირებისა და დაცვისთვის. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სულგუნსა და თუშურ გუდაზე.

2015 წლიდან 2018 წლამდე მაღალი ხარისხის რძის ინდუსტრიული წარმოება საქართველოში გაორმაგდა. უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საქრთველოში მერძევეობის დარგში ახალი ინვესტიციების მოზიდვას. დარგში განათლების დონის ამაღლება და ცოდნის გაზიარება ხარისხის გაუმჯობესებისთვის მთავარი ფაქტორებია.

Share