Home » ახალი ამბები » რატომ წავიდნენ ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გერმანიაში ანსამბლ “საირმეს” ნაცვლად
რატომ წავიდნენ ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გერმანიაში ანსამბლ "საირმეს" ნაცვლად

რატომ წავიდნენ ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გერმანიაში ანსამბლ “საირმეს” ნაცვლად

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ანსამბლი საირმე გერმანიაში ფესტივალზე მიიწვიეს, თუმცა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ანსაბლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ანსამბლი შესაბამისად ვერ მღერის და ფესტივალზე თავად გაემგზავრნენ.

დელეგაციაში  იყვნენ ბაღდათის მერი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი თანამშრომელი, ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი და მუზეუმების თანამშრომელი.

რაც შეეხება საირმეს წევრებს, პრაიმტაიმის იმერეთის კორესპონდენტმა სცადა მათთან დაკავშირება, თუმცა როგორც ირკვევა, ისინი მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ არაფერი თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან წასვლით ემუქრებიან.

ჩვენი ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტს აღნიშნული ვიზიტი 15.000 ლარი დაუჯდა.

primetime.ge

Share