Home » მსოფლიო » რატომ უნდა დავხარჯოთ ფული გამოცდილებაზე და არა ნივთებზე
რატომ უნდა დავხარჯოთ ფული გამოცდილებაზე და არა ნივთებზე

რატომ უნდა დავხარჯოთ ფული გამოცდილებაზე და არა ნივთებზე

როცა ყოველ დღე ბევრს მუშაობთ და ჩვეულებრივი ხარჯების შემდეგ მხოლოდ ცოტა ფული გრჩებათ, ეს ფული სწორად უნდა მოიხმაროთ. დახარჯეთ თქვენი პატარა ბიუჯეტი იმაზე, რაზეც მეცნიერები ამბობენ, რომ გაგაბედნიერებთ.

მფლობელობის პარადოქსი

20-წლიანი კვლევა, რომელიც ფსიქოლოგიის პროფესორმა გილოვიჩმა ჩაატარა  კორნელის უნივერსიტეტიდან,  ძლიერ და პირდაპირ დასკვნას მიაღწია: არ გაფლანგოთ თქვენი ფული საგნებზე. ფულის საგნებზე ხარჯვის პრობლემა ის არის, რომ ბედნიერება, რომელიც მათ მოაქვთ მალე ქრება. ამის სამი კრიტიკული მიზეზი არსებობს:

1)        ჩვენ ახალ საქონელს ვეჩვევით. რაც ერთ დროს ახალი და საინტერესო იყო მალე ნორმად იქცევა.

2)        ყოველთვის უფრო მეტს მოვითხოვთ. ახალი შესყიდვები ახალ მოთხოვნებთან ასოცირდება. ახალ ნივთს სწრაფად ვეჩვევით და მალე უკეთესი გვსურს.

3)        ვიღაცას ყოველთვის უკეთესი აქვს. ჩვენ ახალ მანქანას ვყიდულობთ და ამით აღფრთოვანებული ვართ, სანამ მეგობარი ჩვენზე უკეთესს იყიდის.

“ბედნიერების ერთ-ერთი მტერი ადაპტაციაა. ჩვენ ახალ ნივთებს ვყიდულობთ რათა გავბედნიერდეთ, და ეს ასეც ხდება. მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ახალი ნივთები საინტერესოა პირველად მაგრამ შემდეგ ჩვენ მათ ვეჩვევით”, – განაცხადა გილოვიჩმა.

მფლობელობის პარადოქსი იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნივთის ყიდვისგან მონიჭებული ბედნიერება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თვითონ ნივთი. მაგრამ ეს არასწორია.

ზაზა ხორბალაძე
Forbes.com

Share