Home » საზოგადოება » რატომ ითვლება 13 ნავსიან რიცხვად
რატომ ითვლება 13 ნავსიან რიცხვად

რატომ ითვლება 13 ნავსიან რიცხვად

13 ნავსიან რიცხვად ითვლება, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც ეს რიცხვი მოსწონთ, უყვართ და სულაც არ თვლიან მას ნავსიანად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საინტერესო პოსტს აქვეყნებს ფეისბუქ მომხმარებელი ვოვა ლუკავა, რომლის სტატუსსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს 13 რიცხვია პარასკევი
————————————————————–
თვლიან, რომ პირველქმნილი ცოდვა და სამოთხიდან ადამი და ევის გაძევება მოხდა 13 რიცხვში და იყო პარასკევი, ასევე თვლიან , რომ კაენმა აბელი მოკლა 13 რიცხვში და იყო პარასკევი, იუდა ისკარიოტელმა კაცობრიობის ყველაზე დიდი დანაშული ჩაიდინა 13 რიცხვში და იყო პარასკევი, თვითონ იუდა იყო ქრისტეს მე-13 მოწაფე და წმინდა სერობის მე-13 მონაწილე. იოანეს გამოცხადებაში მე-13 თავში წერია ანტიქრისტეზე ხოლო იოანეს სახარებაში მე-13 თავში იუდას ღალატზე.

შუა საუკუნეებში ეშაფოტს ჰქონდა 13 საფეხური ხოლო თოკს 13 რგოლი. ტამპლიერების, წმინდა გრაალის მცველების განადგურება მოხდა 1307 წ 13 ოქტომბერს და იყო პარასკევი. ტამპლიერების დიდი მაგისტრი ჟაკ დი მოლე დაწვეს 1313 წელს მეფე ფილიპე ლამაზის და რომის პაპის ბრძანებით. ორივე მეფეც და პაპიც 13 წლის შემდეგ გარდაიცვალა. გამოჩენილ იტალიერ კომპოზიტორ როსინის ცუდი დღე მიაჩნდა პარასკევი ხოლო და რიცხვი 13. ბედის ირონიით ის გარდაიცვალა 1868 წელს 13 ნოემბერს და იყო პარასკევი.

1907 წელს ფინანსისტმა ტომას ლოუსონმა წინგი გამოსცა სათაურით ,,პარასკევი 13 რიცხვი”. ბრიტანეთში ავტორის საპატივცემლოდ გემს დაარქვეს სახელი ,,ტომას ლოუსონი”. ეს გემი ჩაიძირა 1907 წ 13 დეკემბერს და იყო პარასკევი.

2012 წლის 13 იანვარს, იყო პარასკევი, ჩაიძირა უზარმაზარი სამგზავრო ხომალდი ,,კოსტა კონკორდია”.
2015 წელს 13 ნოენბერს (პარასკევი ) ყველაზე მაშტაბური ტერორისტული აქტი მოხდა პარიზში რამოდენიმე ადგილას მ/შ სტადიონზე.

დღეს 13 სექტემბერია – პარასკევი და იმედია დღე მშვიდობიანად ჩაივლის.

თუმცა არიან ადამიანები რომლებსაც რიცხვი 13 ძალიან უყვართ. მაგალითად გარის კასპაროვი მსოფლიო მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში. მან ფინალი ანატოლი კარპოვს 13-11 მოუგო. ხოლო თავის კარიერაში ყველა მე-13 პარტია შემტევით ვარიანტში ითამაშა და არც ერთი არ წაუგია.

1882 წელს ქ. ნიუ-იორკში კაპიტანმა ფაულერმა დაარსა კლუბი ,,13″ რომლის წევრი გახდა 13 პირი , საწევრო შენატანი იყო -13 დოლარი და 13 ცენტი . პირველი შეკრება გაიმრთა 13 იანვარს, პარასკევს, კოტეჯი ,, ნიკებორერის” მე-13 ოთახში, 13 საათზე და 13 წუთზე. ოთახში იყო 13 შავი კატა. კლუბის წევრები იკრიბობოდნენ ყოველი თვის 13 რიცხვში ხოლო ყოველ წელს ირჩევდნენ 13 საპატიო წევრს. 1907 წ 13 აპრილს კლუბის სხდომა გაიმართა ვაშინგტონში სადაც ესწრებოდა საპატიო წევრი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი. მაგრამ არაფერი მომხდარა. ლუდოვიკო მე-13-ს ისე უყვარდა ეს ციფრი ის ხომ ანნა ავსტრიელზე დაქორწინდა მაშინ როცა ის 13 წლის იყო.

ცნობილ მომღერალს ლილი პონს ძალიან უყვარდა 13 რიცხვი. მატარებლით მგზავრობდა მხოლოდ მე-13 ვაგონით, ცხოვრობდა სახლში რომლის ნომერი იყო – 13 , სასტუმროში ნომერს ითხოვდა მე-13 სართულზე. თავის საქმროს დირიჟორ ანდრე კოსტელანიცს ცოლად არ გაყვა სანამ მან 13 ჯერ არ თხოვა ხელი. იყო ძალიან წარმატებული მომღერალი და ბედნიერად იცხოვრა 77 წელი თუმცა გარდაიცვალა 13 თებერვალს და მგონი იყო პარასკევი”, – წერს ფეისბუქზე ვოვა ლუკავა.

დღეს 13 რიცხვია პარასკევი————————————————————–თვლიან , რომ პირველქმნილი ცოდვა…

Gepostet von Vova Lukava am Freitag, 13. September 2019

Share