Home » მსოფლიო » რატომ ეკრძალებათ ზოგიერთ ქვეყნებში სისხლის დონაცია ჰომოსექსუალებს
რატომ ეკრძალებათ ზოგიერთ ქვეყნებში სისხლის დონაცია ჰომოსექსუალებს

რატომ ეკრძალებათ ზოგიერთ ქვეყნებში სისხლის დონაცია ჰომოსექსუალებს

როგორც The Economisti წერს, ყოველწლიურად  112 მილიონი ადამიანი აბარებს სისხლს მსოფლიო მაშტაბით. მიუხედავთ ციფრების მაშტაბურობისა, გაღებული სისხლის რაოდენობა არასდროსაა საკმარისი, რადგან სისხლს გააჩნია მოკლე სასიცოცხლე ციკლი.

თავის მხრივ, საავადმყოფოები და პაციენტები რეგულარულად არიან დამოკიდებული სისხლის დონაციაზე და იოლი არ არის შესაბამის დროს შესაბამისი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანის მოძებნა, რომელიც გაიღებს სისხლს უანგაროდ.

მიუხედავად სისხლის საჭიროებისა, საავადმყოფოებს აქვთ რიგი კრიტერიუმები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის და ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებისმიერ მსურველს სისხლის უანგაროდ გაცემა.  ბუნებრივია, სხვადასხვა დაავადებების მქონე ადამიანების სისხლი არ გამოდგება გადასხმისათვის, რადგან სახიფათო ვირუსებს შეიცავენ, ამიტომ სისხლის გადასხმისას მკაცრი კრიტერიუმები არსებობს.

ნარკოტიკების მომხმარებელი და სქესობრივი მუშაკები ხშირად „შავ სიაში“ არიან, როდესაც საქმე სისხლის გადასხმას ეხება. სია გაცილებით დიდია და ხშირად ხდება განსჯის საგანი მასში მოხვედრილი ხალხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები. ასეთია, მაგალითად, ჰომოსექსუალი წყვილები.  ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, საბერძნეთი და დანია, სრულად აკრძალულია სისხლის დონაცია ჰომოსექსუალებისგან. მათ აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი სექსუალური კონტაქტისგან 3 თვიდან 5 წლამდე ვადით თუ მათ სისხლის დონაცია სურთ.

რატომ არის გეი ან ბისექსუალი მამაკაცებისგან დაუშვებელია სისხლის დონაცია?

ეს კამპანია ამერიკაში სათავეს 1980-იანი წლებიდან იღებს, მაშინ როდესაც აივ-ინფექციური დაავადების გასაგები ტესტები არ იყო სანდო. მხოლოდ ამერიკაში 20 000 აივ ინფექცია განვითარდა მსგავსი ტიპის სისხლის გადასხმის შედეგად. სწორედ ამიტომ, მაღალი რისკის მქონე დონორებისაგან, სახელმწიფო სისხლის დონაციაზე უარს აცხადებს და კრძალავს კიდეც მას.

ასეთი დამოკიდებულებას,  LGBT თემის წარმომადგენლები, უფლება დაცვითი ორგანიზაციები აპროტესტებენ და ჰომობიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, სავსებით შესაძლებელია ზუსტი ტესტირების გაკეთება და ამის შემდგომ უფლების გაცემა სისხლის დონაციაზე.

ბიტანეთში 2011 წელს გავრცელდა აღნიშნული აკრძალვა, თუმცა ჰომოსექსუალთა 11%-მა განაცხადა, რომ მიუხედავათ არსებული შეზღუდვებისა, მათ ჩაბარეული აქვთ სისხლი. გასულ წელს, ბრიტანეთმა 3 თვემდე შეამცირა პერიოდი იმ ჰომოსექსუალებისათვის, ვისაც სისხლის გადასხმა სურთ. აქამდე მათ სექსუალური ურთიერთობისგან 1 წელი თავი უნდა შეეკავებინათ თუ სისხლის გადასხმა სურდათ.

 ამერიკაში ეს შეზღუდვა 2015 წლამდე არსებობდა, დღევანდელი მდგომარობით კი,  ჰომოსექსუალებს, ვისაც სისხლის ჩაბარება სურს 1 წლის განმავლობაში სექსუალური აქტისგან თავი უნდა შეიკავოს.

არსებობს სხვა ქვეყნები, რომელთაც არ აქვთ მკაცრი შეზღუდვები ჰომოსექსუალთა მხრიდან სისხლის დონაციასთან დაკავშრებით. მაგალითად, მექსიკა, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა.  ამ ქვეყნებს ინდივიდუალური მიდგომის მეთოდი აქვთ, ნაცვლად გარკვეული საზოგადოებრივი სეგმენტური დაყოფის მიდგომისა.

სანდრო პირველი

The economist

Share