Home » ახალი ამბები » რატომ არის HUAWEI-ის სმარტფონით გადაღებული ფოტოები ბევრად უფრო მაღალი ხარისხის?
რატომ არის HUAWEI-ის სმარტფონით გადაღებული ფოტოები ბევრად უფრო მაღალი ხარისხის?

რატომ არის HUAWEI-ის სმარტფონით გადაღებული ფოტოები ბევრად უფრო მაღალი ხარისხის?

დღესსმარტფონი, თითქმის ყველას აქვს, თუმცა ბევრმა, არც კი იცის ბოლომდე კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. თავის მხრივ კი, მწარმოებლები, ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მქონე მოდელები შექმნან. შედეგად სმარტფონების ბაზარს ყოველდღიურად ახალ-ახალი მოდელები ემატება, უფრო ძლიერი პროცესორებით, გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებით, დახვეწილი კამერებით  და .. ტექნოლოგიების განვითარებამ კი, ე.წ. სელფის გადაღებაც კი, ბევრად უფრო მარტივი გახადა.

 

ხელოვნურმა ინტელექტმა თავის მხრივ, სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა მობილურ ფოტოგრაფიაში. ამ ფონზე,  სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს შორის  HUAWEI ლიდერობს. ის მომხმარებელს ინოვაციური სმარტფონებით ანებივრებს და ქმნის ახალ ერას მობილურ ფოტოგრაფიაში. სწორედ, მობილური ფოტოგრაფიაა მომხმარებლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რადგან  ეს არის  საუკეთესო შესაძლებლობა აღბეჭდო მნიშვნელოვანი მოგონებები და მომენტები, ყველაზე უფრო მარტივი და მოსახერხებელი გზით.

 მსოფლიო შეფასებების მიხედვით, HUAWEI-ს სმარტფონი საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად.  კომპანიამ   ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული  და მოწინავე ბრენდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციებით გვანებივრებს. Leica-სთან თანამშრომლობამ სმარტფონი და მისი კამერა,  კიდევ უფრო, განავითარა, HUAWEI არის  ბრენდი, რომელიც სმარტფონების სამყაროში ტრენდს ჰქმნის. სწორედ მან წარადგინა  მსოფლიოში პირველი, ყველაზე ინოვაციური, სამი კამერის მქონე სმარტფონი.

ფოტოგრაფია სინათლის ხელოვნებაა. თუმცა, რადგან ტელეფონის ზომა კამერას გარკვეულ საზღვრებში სვავს, შეუძლებელია პროფესიონალური კამერის მსგავსი ფოტოების გადაღება და ყველა დეტალის ერთ ფოტოში მოქცევა, სწორედ ამიტომ გვხვდება HUAWEI-ს სმარტფონებში ტელეფოტო ლინზა და ფართო ხედვის კამერა, ტელეფოტო ლინზა უზრუნველყოფს გამოსახულების სტაბილიზაციას და ნათელ ფოტოებს, ხოლო ფართო ხედვის კამერას შეუძლია ასახოს უფრო მეტი დეტალი ერთ ფოტოში. გარდა ამისა HUAWEI იყენებს პიქსელების გაერთიანების ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ოთხი პიქსელი და უზრუნველყოფს უფრო მაღალი რეზოლუციის ფოტოები.

თავდაპირველად მობლიურ ფოტოგრაფიის ყველაზე სუსტი მხარე ე.წ. ზუმი იყო, რომელიც ხარისხს უკარგავდა გამოსახულებას, დიდი ხნის განმავლობაში მობლიური კამერით შეუძლებელი იყო შორ მანძილზე გადაღება და კადრის ახლოს მოტანა კარგი ხარისხით, ყოველწლიური მზარდი და განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით,  HUAWEI-მ მიაღწია უმაღლეს ჰიბრიდულ და ოპტიკურ ზუმს.

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ამ მხრივ, HUAWEI-მ ერთგავრი გადატრიალება მოახდინა მობილურ ფოტოგრაფიაში, როდესაც სმარტფონის კამერები ხელოვნური ინტელექტით აღჭურვა და პროფესიონალური ფოტოების გადაღება კიდევ უფრო გაამარტივა, რადგან ახლა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაარეგულიროს გამოსახულების ფოკუსი, ფერები, განათება და ამოიცნოს სუფთა გამოსახულებისთვის საჭირო  ყველა პარამეტრი.

HUAWEI პირველი ბრენდი იყო, რომელმაც მომხმარებელს სამი კამერის მქონე სმარტფონი შესთავაზა, აიყვანა მობილური ფოტოგრაფიის უფრო მაღალ საფეხურზე და მისცა უფრო მეტი შესაძლებლობა. სწორედ, ხელოვნური ინტელექტით, ლეიკასთან თანამშრომლობით, სუპერ ტელეფოტო ზუმით და ულტრა ფართო ხედვის კამერით მიიღწევა გადაღების ის გასაოცარი ტექნოლოგია, რომელმაც HUAWE-ს კამერას საუკეთესო შეფასება მოუტანა. კომპანიამ შეცვალა არა მარტო მობილური ფოტოგრაფიის შესაძლებლობები, არამედ მომხმარებელს უფრო მეტი გზა შესთავაზა აღმოჩენებისთვის.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Share