Home » საზოგადოება » რატომ აკრძალა სტალინმა უნიკალური წამალი, რომელსაც ათასობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია
რატომ აკრძალა სტალინმა უნიკალური წამალი, რომელსაც ათასობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია

რატომ აკრძალა სტალინმა უნიკალური წამალი, რომელსაც ათასობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია

1943წ. სტალინმა საგანგებო და საიდუმლო ბრძანება გასცა, სასწრაფოდ შეექმნათ პრეპარატი, რომელიც ადამიანებს მოსალოდნელი რადიაციისგან დაიცავდა. გარდა ამისა, სტალინის მოთხოვნით, პრეპარატი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოსათვის იაფი, ასევე ადამიანის იმუნიტეტის გამაძლიერებელი. პრეპარატის შექმნაზე კონტროლი სტალინმა ლავრენტი ბერიას დაავალა. რადგანაც 1943წ. ბერიას სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, სტალინმა 1943წ. უკვე იცოდა, რომ ამერიკელები ატომურ ბომბს ქმნიდნენ და ატომური ბომბის შექმნაზე პარალელურად ჰიტლერის სამხედრო მანქანაც მუშაობდა.

1943წ. სტალინის ბრძანებით, ათეულობით კვლევითი ინსტიტუტი და კვლევითი ლაბორატორია მუშაობდა ანტირადიაციული პრეპარატის შექმნაზე.

1947წ. მსგავსი პრეპარატი გამოიგონა, დამწყებმა მეცნიერმა და თანაც ვეტერინარმა, ალექსანდრე დოროგოვმა. დოროგოვმა უმარტივესი და უძველესი გზა აირჩია – მისთვის ცნობილი იყო ბაყაყის კანის უძლიერესი ანტისეპტიკური თვისებების შესახებ და АCД-ს შესაქმნელად სწორედ ბაყაყის კანი გამოიყენა. აბრევიატურა „АCД“ რუსულად ასე იშიფრება: „Антисептик-стимулятор-Дорогова“. თავისი აღმოჩენით დოროგოვმა აშკარად აჯობა საბჭოთა კავშირის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებსა და საიდუმლო ლაბორატორიებს, რის გამოც, მას უმალ პროფესიორის წოდება და სტალინური პრემია მიანიჭეს.

პრეპარატი საბოლოოდ მაინც აკრძალული იქნა, 1954წ. დოროგოვზე ზეწოლის მიზნით საქმე აღძრეს, 1957წ. კი დოროგოვი, საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში, ტრაგიკულად დაასრულებს თავის სიცოცხლეს. 1959წ. საბჭოთა ჯანდაცვამ პრეპარატ ასდ-ს გამოყენება ადამიანებზე ფაქტიურად აკრძალა და პრეპარატს ლიცენზია მხოლოდ ვეტერინარულ სფეროში მიაკუთვნა.

შემდეგი ინფორმაცია კი, ძალიან გავს შეთქმულების თეორიის ვერსიებს… ეს ინფორმაცია ასეთია, ბერია სტალინს ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის: „პროფესორ დოროგოვის მიერ გამოგონებული პრეპარატის, ოფიციალური გამოყენება, აუცილებლად გამოიწვევს უამრავი სნეულების დამარცხებას, რის გამოც მოსალოდნელია მთელი ქვეყნის მასშტაბით მედპერსონალისა და სამკურნალო საშუალებების წარმოების შემცირება და მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივება 15-20 წლით. ეს გამოიწვევს საპენსიო და საცხოვრებელი ფონდის გაუმართლებელ დატვირთვასაც, ამიტომ წინადადება მაქვს, პრეპარატები АCД, АCД 2 და АCД 3 გადავიყვანოთ ვეტერინალური პრეპარატების რანგში”. ბერიას წერილში ასევე აღნიშნულია მისი ვარაუდი, რომ, АCД-ს მასობრივი გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად დადგებოდა კრიტიკული მომენტი, რადგან ეს პრეპარატი, თავისი უნიკალური თვისებებით, ფაქტობრივად, ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების 70%-ის პარალიზებას გამოიწვევდა.

სტალინს მოეწონა ბერიას ეს რეკომენდაცია და პრეპარატისთვის ვეტერინარული სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეზოლუცია გასცა. საბოლოოდ პრეპარატს ვეტერინარული პრეპარატის სტატუსი მიენიჭა და ასეთივე სტატუსით დღესაც იყიდება ვეტერინარულ აფთიაქებში. პირველადი ვარიანტი, სადაც დოროგოვი ბაყაყის კანსა და კიდევ სხვა რამეებს იყენებდა აღარ არსებობს. ეხლანდელ დროში, მამამისის ჩანაწერებზე დაყრდნობით, დოროგოვის ქალიშვილი შეეცადა მსგავსი პრეპარატის აღდგენას. როგორც თვითონ აცხადებს, ეხლანდელი ვარიანტი, ცხოველებისაგან მზადდება, შეიცავს ცხოველების ხორცოვან-ძვლოვან, თერმულად მაღალტემპერატურაზე, გადამუშავებულ ფქვილოვან ნივთიერებას. ეს პრეპარატი, საქართველოს ვეტერინარულ აფთიაქებშიც დღემდე იყიდება. ამ პრეპარატს АCД ფრაქცია 2-ს, რუსეთის მხოლოდ ორი ქარხანა უშვებს, არმავირისა და მოსკოვის. ეს პრეპარატი, საქართველოს ვეტერინარულ აფთიაქებშიც ხელმისაწვდომ ფასად დღესაც იყიდება. ის შედარებით გაცილებით იაფია, ალტერნატიული მედიცინის, მსგავსი მოქმედების პრეპარატებთან: კატრექსთან, კამელინთან და გა-40 შედარებით. რუსეთში ბოლო წლებში ადამიანებმა კვლავ დაიწყეს ამ პრეპარატის მიღება. ინტერნეტში სავსეა რუსეთის მოქალაქეთა ვიდეოები ასეულ-ათასობით ნახვებით, მათი დადებითი შთაბეჭდილებების მიხედვით. ხოლო როგორც მეტ-ნაკლებად დასაჯერებელი პიროვნების მონაცებიდან და გამოკვლევებიდან ჩანს, უმრავლესობაზე დადებითად მოქმედებს, ნაწილმა კი, საერთოდ ვერაფერი უკეთესეობა ვერ იგრძნო. მთავარია არ უნდა მოხდეს დოზის გადაჭარბება და პერიოდულად ორგანიზმმა, ამ პრეპარატისაგან უნდა დაისვენოს, რათა არ მოხდეს პრეპარატის ორგანიზმში დაგროვება. პრეპარატი შედარებით იაფია და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

АCД фракция 2 ანუ ასდ ფრაქცია 2 (ანტისეპტიკი სტიმულატორი დოროგოვის – ასდ). მიღების წესები: სტანდარტული დოზირება, 15-30 წვეთი ანუ ნახევარი 0,5-1 მლ შპრიცი, 50-100 მლ გადადუღებულ, განაციებ წყალში, გახსნილი. უზმოზე 20-40 წთ. ადრე, დილას და საღამოს, 2-ჯერ დღეში.
მიღების საერთო სქემა: 5 დღე სვამენ, სამი დღე ისვენებენ. შემდეგ ასევე 5 დღე სვამენ, სამი დღე ისვენებენ და ა. შ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

Share