Home » ახალი ამბები » რასთან დაკავშირებით რეკავენ ყველაზე მეტჯერ 112-ში
რასთან დაკავშირებით რეკავენ ყველაზე მეტჯერ 112-ში

რასთან დაკავშირებით რეკავენ ყველაზე მეტჯერ 112-ში

ინფორმაციის  თავისუფლების ინსტიტუტი  2013-17 წლებში 112 -ში შესული ზარების სტატისტიკურ ანალიზს ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა , ყველაზე მეტი შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით შევიდა.  2017 წელს 112-ში შესულია 1 653 995 ზარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიზნით,  391 478 – საპატრულო პოლიციის, ხოლო სახანძრო სამაშველო დახმარება 114 054 -მა აბონენტმა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ  რეგიონებში ყოველწლიურად იზრდება 112-ით სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევები.  2013 წელთან შედარებით,  2017 წელს კი  თითქმის 3-ჯერ გაიზარდა რეგიონებში 112-ით საპატრულო პოლიციის გამოძახების რაოდენობა.  2013 წელი 63 913 შემთხვევა, გასულ წელს კი 191 665 .

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო 2017 წლის მონაცემებით არის 23 წუთი, მაშინ როცა 2013 წელს  ეს მაჩვენებელი 21 წუთს შეადგენდა.  გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევების დროსაც გაზრდილია. 2013 წლის მონაცემებით,  საპატრულო პოლიციას შემთხვევის ადგილამდე მისასვლელად  15 წუთი სჭირდებოდა,   2017 წელს კი  22 წუთი.

სახანძრო სამაშველო გამოძახების მხრივ,  შემთხვევის ადგილამდე  მისასვლელად საჭირო დროის მოცულობა, 2017 წლის მონაცემებით შემცირებულია და  დაახლოებით 22  წუთით არის წარმოდგენილი.  შეგახსენებთ, 112-ით სახანძრო/სამაშველოს გამოძახების რაოდენობა თბილისში  ბოლო წლებში შემცირდა, რეგიონებში კი გაიზარდა.

2017 წელს  რეგიონებში,  ბოლო წლებთან შედარებით, სახანძრო სამაშველო გამოძახების მაქსიმალური რაოდენობა    დაფიქსირდა და  112-ში შესული ზარების რაოდენობა   67 183-ს შეადგენს.  2013 წელს კი მათი რიცხვი 19 283 იყო.

 

IDFI -ის კვლევა

მოამზადა ანნა ბაჟუნაიშვილმა

Share

About bachana jincharadze