Home » ბიზნესი » რას წარმოადგენს Meridian Capital Limited-ი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაუწუნა
რას წარმოადგენს Meridian Capital Limited-ი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაუწუნა

რას წარმოადგენს Meridian Capital Limited-ი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაუწუნა

ბრიტანული საინვესტიციო კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის უმსხვილეს ინვესტორად მოიაზრებოდა, მამუკა ხაზარაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაუწუნა. როგორც ბიზნესმენმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, „ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო“.

„12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ,“- აღნიშნა ხაზარაძემ.

ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ „მთავარ აქცენტებში“ კი მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ეს არის კომპანია „მერიდიანი“ – საინვესტიციო ფონდი.

Meridian Capital Limited-ი დიდ ბრიტანეთში დაარსებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს. მას დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფოლიო აქვს, რომელიც სამომხმარებლო პროდუქციას, უძრავ ქონებას, ინფრასტრუქტურას, ბუნებრივ რესურსებსა და სხვა სფეროებს მოიცავს.

კომპანია 2002 წელს დაარსდა. Meridian Capital Limited ინვესტირებას ახდენს სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში და ფოკუსირებულია როგორც უძრავ ქონებასა და სამომხმარებლო პროდუქციაზე, ისე აეროპორტის მომსახურებასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, ისინი ინვესტიციას დებენ ისეთ პროექტებში, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივა და სწრაფად ზრდის პოტენციალი აქვს.

„ჩვენი მიზანია, პარტნიორებთან, ინდუსტრიების ლიდერებთან და გამოცდილ ანტრეპრენერებთან ერთად, ამ შესაძლებლობების კაპიტალიზაცია მოვახდინოთ“, – აღნიშნულია ფირმის ვებგვერდზე.

Meridian Capital Limited-ის საინვესტიციო პორფოლიო აშშ-ს, ჩინეთის, რუსეთის, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიას მოიცავს.

კომპანიის საინვესიტიციო ფორტფოლიო მოიცავს ნიუ-იორკის International Gem Tower -ს, რუსეთის Novaport Holding-ს, რომელიც აეროპორტების რეგიონულ ოპერატორებს შორის ერთ-ერთი უმსხვილესია და 16 აეროპორტს მოიცავს და ჩინეთში Food Union Group-ს, რომელიც 9 ქვეყანაში ნაყინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. Meridian Capital Limited-ის საინვესტიციო პორტფოლიოში შედის ასევე ბორა-ბორაზე მდებარე სასტუმრო Four Seasons Bora Bora და Delta Capital -თან პარტნიორობით ერთად შექმნილი Easy microfinance, რომელიც მიანმარში მიკროსაფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.

ფირმის აღმასრულებელი დირექტორი რალფ ჰერზკაა. მან 2015-2018 წლებში ნიუ-იორკის საინვესტიციო გაყიდვებში Meridian Capital-ის ზრდასა და გაფართოებას საინვესტიციო გაყიდვებსა და საცალო ლიზინგში განსაკუთრებით შეუწყო ხელი. კომპანიის ხელმძღვანელები არიან ასკარ ალშინბაევი და ევგენი ფელდი.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Meridian Capital მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც მსხვილი საინვესტიციო პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებს მოიცავს.

BFM.GE

Share