Home » ბიზნესი » რას „ვტვისტავთ“ და რა სარგებელს ვიღებთ? „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი

რას „ვტვისტავთ“ და რა სარგებელს ვიღებთ? „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი

საქართველოს სატელეკომუნიკაციო  სფეროს ორი გიგანტი, „სილქნეტი“ და „ჯეოსელი“ ერთობლივი პროდუქტების წარმოებას იწყებს.

პირველი პროექტი, რომელიც ამ ახალი პარტნიორობის შედეგად უკვე დაიწყო, „ტვისტია“. ინოვაციური „ბანდლი“, ანუ მომსახურებების ერთგვარი თაიგული, მომხმარებლისთვის საკმაოდ სარფიანი შეთავაზებაა: აბონენტი, რომელიც „ტვისტის“ ფარგლებში ისარგებლებს „სილქნეტის“ სწრაფი ინტერნეტით და „ჯეოსელის“ მობილური სერვისით, მიიღებს 20%-მდე ფასდაკლებას და საკუთარი ანგარიშის გამარტივებული მართვის შესაძლებლობას.

უფრო კონკრეტულად: თუ აბონენტი აირჩევს სილქნეტის 20 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტს, მხოლოდ 2 ლარის დამატებით ჯეოსელისგან მიიღებს 240 სასაუბრო წუთს, 200 SMS და 200 მბ მობილურ ინტერნეტს. „ტვისტის“ გარეშე ეს მომსახურებები აბონენტს თვეში 45 ლარი დაუჯდებოდა, „ტვისტის“ ფარგლებში კი სერვისის მიღება 37 ლარად არის შესაძლებელი.

„ტვისტით“ შესაძლებელია ისეთი კომბინაციის არჩევაც, რომელიც 20 მბ/წმ სილქნეტის ოპტიკურ ინტერნეტთან ერთად მოიცავს ჯეოსელის უსასრულო წუთებს, უსასრულო SMS-ებს და უფრო მეტ (1GB) მობილური ინტერნეტის მოცულობას. „ტვისტის“ გარეშე ეს მომსახურება მომხმარებელს 60 ლარი დაუჯდებოდა, „ტვისტის“ გააქტიურების შემთხვევაში კი ორივე სერვისს ჯამში 49 ლარად მიიღებს.

„ტვისტის“ მეშვეობით ოჯახის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზოგება – ახალ ერთობლივ პაკეტში ჯეოსელის 5 ნომრამდე ჩართვაა შესაძლებელი. ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს „სილქნეტის“ ინტერნეტის ნებისმიერ პაკეტზე, 20მბ/წმ-დან ზევით (დსლ პაკეტები 4მბ/წმ-დან). „ტვისტით“ სარგებლობა შეუძლიათ როგორც ახალ აბონენტებს, ისე „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ უკვე არსებულ მომხმარებლებს.

მობილური კომპანიისა და ფიქსირებული ქსელის ერთობლივი გადაწყვეტილებები ბევრ უპირატესობას აჩენს მომხმარებლისთვის. „ტვისტი“ მნიშვნელოვნად ამარტივებს ცხოვრებას – ამიერიდან შესაძლებელი ხდება ინტერნეტის და მობილური ტელეფონის გადასახადის ერთი ანგარიშით მართვა. პროდუქტს გამოარჩევს ისიც, რომ ის ერთადერთია ქართულ ბაზარზე, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შეუძლია ე.წ. პოსტ-ფეიმენთის სისტემით დაფაროს როგორც ინტერნეტის, ისე მობილური კომუნიკაციის გადასახადი – ანუ, თქვენ მოიხმართ ინტერნეტს, საუბრობთ მობილურით და ამ ყველაფრის საფასურს იხდით არა წინასწარ, არამედ თვის ამოწურვის შემდეგ. ყველაზე მთავარი კი მაინც დანაზოგია – იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აირჩევს ტვისტს, მისი დანაზოგი ორივე კომპანიის მომსახურებებზე ჯამში 20%-ს აღწევს.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა გამოთვალოს, კონკრეტულად მის შემთხვევაში რამდენი იქნება ყოველთვიური დანაზოგი, სილქნეტის ვებ გვერდზე www.silknet.com წარმოდგენილია საგანგებოდ ამ პროდუქტისთვის შექმნილი კალკულატორი. საიტის მეშვეობით, შესაძლებელია სასურველი კომბინაციის შერჩევა და შემდეგ უკვე ყოველთვიური “სააბონენტოს” შედარება „ტვისტით“ და მის გარეშე.

„ტვისტის“ გააქტიურება შესაძლებელია „სილქნეტის“ სერვის ცენტრებში ან დარეკვით ცხელ ხაზზე 2 100 100.

Share