Home » მსოფლიო » რას უქადის რუსეთს ახალი ამერიკული სანქციები
რას უქადის რუსეთს ახალი ამერიკული სანქციები

რას უქადის რუსეთს ახალი ამერიკული სანქციები

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე  ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ახალი სანქციების თანახმად:
– აშშ აღარ გასცემს ლიცენზიებს რუსეთისთვის შეიარაღების და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ეხება ტექნოლოგიებსაც), გარდა კოსმოსის და სამოქალაქო სფეროებისა და სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისა.
– აშშ-ს ორგანიზაციებს ეკრძალება რუსეთისთვის საკრედიტო მომსახურების, საკრედიტო გარანტიების და ნებისმიერი ფინანსური დახმარების გაწევა.
– დაანონსებულია სანქციების ახალი ტალღა, რომლებიც შეეხება ეკონომიკურ შეზღუდვებს, ელექტრონიკას, ასევე ნავთობისა და გაზის მოპოვების რიგ კომპონენტებსა და ტექნოლოგიებს.

აღნიშნული სანქციები სენატორების, რობერტ მენენდესის, ლინდსი გრემის და ჯონ მაკეინის მომზადებულია.

ყველაზე მძიმე სანქციები რუსეთს 3 თვის შემდეგ ელოდება, თუ მოსკოვი არ განაცხადებს, რომ არ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს.

მოსალოდნელი სანქციები შესაძლოა შეიცავდეს:
– დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევას,
– “აეროფლოტის” ფრენების სრული აკრძალვა,
– ამერიკული ექსპორტის სრული შეზღუდვა.

რუსეთი ასეთი დაპირების გაცემას არ აპირებს. შესაბამისად, ოქტომბერ-ნოემბრისთვის მოსალოდნელია ახალი სანქციების მიღება.

ამ ფონზე, ბოლო თვეებია, რუსეთი აშშ დოლარის რეზერვებს აქტიურად ყიდის და ოქროს მარაგებს ზრდის, რომლის მოცულობამ 1950 ტონა შეადგინა. (აშშ-ს მარაგი დაახლოებით 10 ათასი ტონაა).

ერთ-ერთ თოქ-შოუში კურიოზიც იყო. აშშ-დან ჩართეს ბირჟების ანალიტიკოსი, რომელმაც მოყვა ამ დეტალების შესახებ. წამყვანმა, იმის მოლოდინში, რომ რუსეთის ეს სავალუტო ოპერაციები აშშ-ს და მსოფლიო ბირჟებს ზიანს მიაყენებდა, ჰკითხა, რყევები თუ გამოიწვია ბირჟებზე რუსეთის მიერ დოლარის მასების გაყიდვამ და ოქროს რეზერვების გაზრდამო. ექსპერტს გაეღიმა და უთხრა, არა, ეს საკმაოდ მცირე მოცულობებია, ბირჟებს არ უგრძვნიაო.

აქვე, მოკლედ.

სანქციების ომი გრძელდება აშშ-ევროპასა და აშშ-ჩინეთს შორის. ჩინეთთან ბოლო სანქციების მოცულობამ 16 მლრდ დოლარი შეადგინა. უკვე მიღებული სანქციების ჯამური მოცულობა, დაახლოებით 60 მლრდ დოლარის მოცულობის პროდუქციას ეხება. სულ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 500 მლრდ დოლარია.

აშშ იმუქრება, რომ სანქციების მოცულობა 200 მლრდ-მდე გაიზრდება. ჩინეთი აცხადებს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. განსაკუთრებით მწვავე შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-დან თხევადი გაზის შეტანის დამატებითი დაბგრვა. აშშ-ს თხევადი გაზის ექსპორტის 15% ჩინეთზე მოდის. რუსეთი კბილებს ილესავს და ჩასაფრებულია ექსპორტის მოცულობა გაზარდოს. თუმცა, ჯერ გაზსადენების დასრულება მოუწევს”, – აღნიშნავს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

Share