Home » საზოგადოება » რას ნიშნავს GDPR და არის თუ არა შესაძლებელი მისი ბლოკჩეინთან თანაარსებობა
რას ნიშნავს GDPR და არის თუ არა შესაძლებელი მისი ბლოკჩეინთან თანაარსებობა

რას ნიშნავს GDPR და არის თუ არა შესაძლებელი მისი ბლოკჩეინთან თანაარსებობა

2018 წლის 25 მაისიდან პერონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის ახალი რეგულაცია – GDPR ამოქმედდა და ყველა იმ ორგანიზაციას შეეხო, რომელიც მომსახურებას ევროკავშირის მოქალაქეებს უწევს. ახალი რეგულაცია კომპანიების მიერ ჩვენ შესახებ არსებული ინფორმაციის გამოყენებისა და დაცვის ახალ წესებს განსაზღვრავს. მაგალითად, რომელიმე კომპანიაზე კიბერშეტევისას, პერსონალური მონაცემების მოპარვის შემთხვევაში, ის ვალდებული იქნება, რომ მან ფაქტის შესახებ 72 საათის განმავლობაში შესაბამის ორგანოებს აცნობოს. ასევე, ახალი რეგულაციით გაფართოვდა “პერსონალური მონაცემების” ცნებაც და მას რამდენიმე კატეგორია დაემატა. მაგალითად: პერსონალური კომპიუტერის IP მისამართი, ინფორმაცია გენეტიკური მონაცემების შესახებ და ა.შ. ანუ, ყველა ის კომპონენტი, რისი საშუალებითაც ადამიანის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

ახალი რეგულაციით, ერთი მხრივ თითოეულ ადამიანისთვის უფრო გამარტივდება, იმის გარვკვევა, თუ რა ინფორმაციას ფლობს ესა თუ ის კომპანია მის შესახებ. მეორე მხრივ კი, კომპანიები ვალდებულები იქნებიან, მკაფიოდ დაასაბუთონ, რისთვის სჭირდებათ მათ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. გარდა ამისა, მათ ამ მონაცმების მისაღებად მომხმარებლის თანხმობაც დასჭირდებათ. GDPR ასევე, უშვებს იმ უალტერნატივო, წინაპირობას, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, კომპანია ვალდებულია ნებისმიერი სახის პერსონალური მონაცემი სამუდმოდ წაშალოს ბაზიდა, კლიენტის მიერ მყარად დასაბუთებული სურვილის შემთხვევაში.

რეგულაციის თანახმად, სოლიდური იქნება წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმებიც. მაგალითად, GDPR-ის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას ჯარიმის სახით, 20 მილიონამდე ევროს ან წლიური შემოსავლის 4%-ის გადახდა მოუწევს.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც სპეციალისტებში, ასევე დასაქმებულებსა და დამსაქმებლებში. არავისვითაა ახალი ამბავი, რომ მსგავსი ცვლილებები და ჩარევები „ფეისბუქისა“ და „კემბრიჯ ანალიტიკსის“ სკანდალითაა გამოწვეული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ბლოკჩეინის განვითარება, რამდენადაა შესაძლებელი მისი თანაარსებობა GDPR-თანერთად. გთავაზობთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის – WEForum-ის პერსონალურ მონაცემთა დეპარტამენტის თავმჯდომარის, ენ ტოტის პუბლიკაციას.

 

პერსონალურ მონაცემთა არსისა და დაცვის პოლიტიკის შემუშავება და ტენდენციებზე დაკვირვება ჩემი ცხოვრების მთავარი საქმიანობაა. ეს უკვე 20 წელია რაც გრძელდება, თუმცა არასდროს შემინიშნავს ელ. ფოსტის საშუალებით ამ რაოდენობისშემოთავაზებები განახლებებიდ შესახებ სხვადასხვა ვებ-გვერდების მიერ, რომლებიც პერსონალური ინფორმაციისა და მომსახურების პოლიტიკის გადახედვას მთავაზობენ. ეს ყველაფერი 2018 წლის 25 მაისს დაიწყო, მაშინ, როდესაც ძალაში შევიდა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის ახალი რეგულაცია (GDPR).

GDPR არის პერსონალური მონაცემების განსაზღვრება და რეგულაციები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის მასშტაბით არსებულ ნახევარ მილიარდ ობიექტს, რომელსაც პერსონალური მონაცემი გააჩნია, ანუ ადამიანს.  GDPR ფრაზას “თქვენ ფლობთ საკუთარ ინფორმციას“ ანიჭებს კონკრეტულად გამოხატულ უფლებას.

ეს უფლებები წარდგენილია ევროპული სამართლის მიხედვით, მაგრამ მათი აღსრულება არ იყო მარტივი. საკითხს სწრაფი ტექნოლოგიური ზრდა, გაცილებით კომპლექსურს და რთულს ხდიდა.

კარგადაა ცნობილი რომ ტექნოლოგია ხშირად დიდ ნახტომებს აკეთებს, რაც მოქმედ სარეგულაციო ჩარჩოებს უკან იტოვებს. მაგალითად განვიხილოთ ბლოკჩეინის ტექნოლოგია. ბლოკჩეინი როგორც ცნება 2008 წლიდან არსებობს, მაგრამ ის მხოლოდ ახლახანს განვითარდა საზოგადოების ცნობიერებაში ისეთი კრიპტოვალუტების დამუშავების საფუძველზე, როგორიცაა ბიტკოინი. ბევრ მეცნიერს მიაჩნია რომ ბლოკჩეინი ბევრად უფრო დიდ გარდატეხას მოახდენს ვიდრე ინტერნეტი.

The global blockchain technology market is predicted to grow to 2.3 billion U.S. dollars by 2021

ბევრი ადამიანი ბლოკჩეინს, ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს ერთმანეთთან აიგივებს, რაც არასწორია. “ბლოკჩეინი არის კრიპტოგრაფიულად დაცული ტრანზაქციების ჩანაწერი, რომელიც იქმნება ცენტრალური ხელისუფლების/მმართველობის კონტროლი გარეშე”.

ბლოკჩეინის ინფორმაცია არ იშლება. მაშინ იქნება თუ არა მისი გამოყენება კანონიერი?

 

ბლოკჩეინი დამოკიდებულია განაწილებულ ფინანსურ სისტემაზე, რომელიც დეცენტრალიზებული და უცვლადია. ამგვარად, მისი მთვარი ნიშა არის ის, რომ მასში განთავრებული ინფორმაცია ადგილობრივი თუ სხვა მმართველობის კონტროლს.  ზუსტად ეს ქმნის მას მიმზიდველ და გამოსადეგ ტექნოლოგიად. მაგრამ, ვინაიდან ბლოკჩეინზე შენახული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური ინფორმაციაც, არ იშლება, უფლებას, რომელსაც GDPR იძლევა – წაიშალოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთთან არათავსებადს ხდის. შესბამისად, ბლოკჩეინის თანაარსებობა GDPR-თან, ან პირიქით, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანს.

როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები GDPR-ის ასპექტებზე მუშაობდნენ, ბლოკჩეინი საყოველთაო ინტერესის ობიექტი არ იყო. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს რეგულაცია უკან მოტოვებულ პრობლემაზე წინ ყურების ნაცვლად. ეს უმეტესი რეგულაციების ხასიათია და აღწერს თუ როგორ სწრაფად იცვლება ტექნოლოგია. ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე კანონები და რეგულაციები. ამ შემთხვევაში, მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება არის შემდეგი: გახდება თუ არა ბლოკჩეინის გამოყენება უკანონო ევროპაში, სანამ ეს პრობლემა გადაიჭრება.

პოლიტიკა უნდა იყოს ისეთივე მოქნილი, როგორც ტექნოლოგია

 სახელმწიფო რეგულაციებმა ამ შემთხვევაში კრიტიკული როლი უნდა ითამაშონ. მათ უნდა შექმნან მონაცემთა სწორად გამოყენების პირობები და დააჯარიმონ ცუდი მომხმარებლები.

მე არ ვეწინააღმდეგები არც რეგულაციებს და არც GDPR-ს. მე მხარს ვუჭერ პოლიტიკის ერთობლივ შექმნას. ჩვენ გვჭირდება რეგულაციები რომლებიც მომავლის ლეგალურ ჩარჩოებს მოერგება და ინფორმაციის და ტექნოლოგიის სარგებლის გამოყენების უფლებას მოგვცემს.

თუ ჩვენი ერთობლივი მიზანია, შევქმნათ მომავალი სადაც სიმსივნეს უკეთესი სამედიცინო კვლევით განვკურნავთ, გავაუმჯობეესებთ ინფრასტრუქუტრას, გავზრდით მოსავალს მეტი ადამიანის გამოკვების მიზნით, უკეთესად ამოვიცნობთ ექსტრემალურ ამინდებს, შევქმნით სანდო, ციფრულ პირადობებს დევნილებისთვის და იმ ხალხისთვის, რომელთაც არ აქვთ საბუთები, შევძლებთ მეტად ეფექტურები ვიყოთ მოულოდნელად წამოჭრილი კრიზისის დროს – სწორედ მაშინ დაგვჭირდება გამართული სქემა, რომელიც დაარეგულირებს პერსონალურ მონაცმებს, მათ დაცვას და გამოიყენებს მის მიერ შემოთავაზებულ სარგებლებს შესაბამისად.

სახელმწიფოებმა უნდა იმუშაონ საზოგადოებასთან, აკადემიასთან და კერძო სექტორთან, რათა შეიმუშავონ ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკა, ისეთივე დინამიური, როგორიც ტექნოლოგია.

 

ენ ტოტი, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ პერსონალურ მონაცემთა დეპატრამენტის თავმჯომარე

მოამზადა ზაზა ხორბალაძემ WEForum-ის მიხედვით

 

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share