Home » ეკონომიკა » რას გვიქადის 2018 წლის ბიუჯეტი
რას გვიქადის 2018 წლის ბიუჯეტი

რას გვიქადის 2018 წლის ბიუჯეტი

მიმდინარე წლის პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვა დასახელდა

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები 12,4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, მათ შორის: გადასახადებით მისაღები შემოსავლები – 9 490.0 მლნ ლარია (მშპ-ს 23.5%); ხოლო დანარჩენი თანხის მოზიდვა სხვა წყარეოებოდან იგეგმება. ანუ, ეკონომიკაში არსებული ყოველი 1 ლარიდან ბიუჯეტში 23 თეთრი მიედინება. დარჩენილი თანხები კი გრანტებით, შიდა თუ საგარეო სესხებით და სხვა წყაროებიდან აკუმულირდება.

მიმდინარე წელს მთავრობა ყველაზე მეტი თანხების აკუმულირებას დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გეგმავს – 4.4 მლრდ ლარი, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.16 მლრდ ლარით განსაზღვრა,  აქციზიდან – 1.45 მლრდ-ს, მოგების გადასახადიდან – 630 მლნ-ს, იმპორტის გადასახადიდან – 60 მლნ-ს, „სხვა გადასახადებიდან“ კი 170 მლნ ლარის მიღება იგეგმება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი, 2017 წლის ანალოგისგან დიდად არ განსხვავდება. გასულ წელს ეკონომიკური ზრდა 4%, ხოლო ლარის კურსი 2,5-ის ფარგლებში და ინფლაცია 4%-ის დონეზე იყო განსაზღვრული. ამ სამი მნიშვნელოვანი პარამეტრიდან მშპ-ს ზრდის მაჩვენებლის მიღწევა მოხერხდა, 11 თვის მონაცემებით 2017 წელს ეკონომიკა 4,8%-ით გაიზარდა. ლარის გაცვლითი კურსი მთელი წელი არასტაბილური იყო, ხოლო ინფლაცია წლის ბოლო 6%-ს გადაცდა. ამ მხრივ, საქართველოს 2018 წლს ბიუჯეტის პარამეტრები 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, 3,5%-იან ინფლაციაზე და ლარის დოლართან მიმართებაში 2,5-იან კურსზეა გაანგარიშებული.

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 111 მომხრე ხმით არცერთის წინააღმდეგ 13 დეკემბერს დაამტკიცა. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. მათი აზრით, მთავრობის ფართოდ რეკლამირებულ სტრუქტურულ რეფორმას, სამინისტროების გამსხვილება-შემცირებას საბიუჯეტო ხარჯის რეალური შემცირება არ მოჰყოლია. მიმდინარე წლის ბიუჯეტის წარდგენას თან ახლდა სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროების დონეზე. თუმცა სამინისტროების რაოდენობის 4-ით კლებამ მთავრობის შენახვის ხარჯების შემცირება არ გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა რიცხოვნობა 116 757-დან 113 613-მდე მცირდება. ასე, მაგალითად მიმდინარე წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებაზე – 1.413 მლრდ-ი, „საქონელსა და მომსახურებაზე“ – კი 1.201 მლრდ ლარი დაიხარჯება. 2017 წელს ამ კუთხით შესაბამისად 1,397 მლრდ. და 1,176 მილიარდი ლარი იყო გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვა – სწორედ ეს მიმართულებები იქნება მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა სექტორების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება. ჯანდაცვა – 3,52 მილიარდი ლარი, ინფრასტრუქტურა – 1,81 მლრდ. ლარი, განათლება – 1,18 მლრდ. ლ; თავდაცვა – ; შსს – ; კულტურა – ; სპორტი – ; სოფლის მეურნეობა და ა.შ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომავალ წელს 1.815 მლრდ ლარი აქვს გამოყოფილი. აქედან – 1.310 მლრდ ლარი საავტომობილო გზების მშენებლობას მოხმარდება, როგორიცაა საავტომობილო გზის ჩუმათელეთი–არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა და სხვა. 196 მლნ ლარი კი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება, მაგალითად დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები პანკისის ხეობის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში, რამაც წესით, გეგმის მიხედვით 20 ათასამდე ადამიანისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი. აღსანიშნავია, რომ პროცენტულად 2018 წელს ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურაზე გასაწევი ხარჯები გაიზარდა, 2017 წელთან შედარებით 40%-ით მეტი ფინანსებია მიმართული.

რაც შეეხება, განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს 1.186 მლრდ ლარი ექნება ასათვისებელი, საიდანც ზოგადი განათლება 671 მლნ-ით ფინანსდება, სკოლები – 600 მლნ-ით, უმაღლესი განათლების პროგრამები – 133 მლნ-ით და საგანმანათლებლო ინფრასტუქტურის განვითარება კი 97 მლნ ლარით. თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტში არაა გაწერილი მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა. თუმცა, საუბარია მასწავლებლების ანაზღაურების სისტემის მოდერნიზაციაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.

ყველაზე დიდი ბიუჯეტი კი ტრადიციულად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს – 3.528 მლრდ ლარი, რაც 2018 წლის ბიუჯეტის ხარეჯების 28%-ზე მეტია. ანუ, ბიუჯეტში ჩვენი გადახდილი ყოველი 1 ლარიდან 28 თეთრი პენსიებსა, სოც დახმარებებზე, დაზღევასა და სხვა სოციალურ ხარჯებზე მიდის, მაგრამ პენსიისა თუ სოციალური დახმარების ოდენობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, როგორც ევროპაში, ისე დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით. მიმდინარე წელს პენისებისა და სოციალური დახმარებების ზრდა არ იგეგმება.

მერაბ ჯანიაშვილი

რომელი კომპანიის ქართულ ღვინოებს ანიჭებთ უპირატესობას?

  • შატო მუხრანი (16%, 182 Votes)
  • მეღვინეობა ხარება (13%, 151 Votes)
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა (13%, 143 Votes)
  • სხვა (12%, 138 Votes)
  • თელიანი ველი (8%, 89 Votes)
  • ბადაგონი (7%, 78 Votes)
  • თბილვინო (5%, 54 Votes)
  • მეღვინეობა შილდა (5%, 53 Votes)
  • GWS (5%, 53 Votes)
  • მილდიანი (5%, 51 Votes)
  • ქვევრის მზე – ტყუპები (4%, 49 Votes)
  • იკანო (4%, 48 Votes)
  • ასკანელი ძმები (4%, 43 Votes)

ხმების რაოდენობა: 880

Loading ... Loading ...
Share