Home » ბიზნესი » რას გულისხმობს ანაკლიის პორტის კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნები
რას გულისხმობს ანაკლიის პორტის კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნები

რას გულისხმობს ანაკლიის პორტის კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების 8 პუნქტიანი მოთხოვნები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მთავრობის მხრიდანსაჯაროდ მხარდაჭერას იღებს, თუმცა არსებობს პროექტის ჩავარდნის ან მთავარი ინვესტორის „გვერდზე გაწევის“ რისკი.

ანაკლიის პორის პროექტი ახლა გზაგასაყართან დგას – გაგრძელდება თუ არა და, თუ გაგრძელდება ვინ დაასრულებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.მთავარი პრობლემა დაფინანსების მოზიდვაა.

ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზისთვის კი, ჯამში 620 მლნ დოლარიასაჭირო. აქედან 120 მილიონი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კაპიტალია, 100 მილიონს საპარტნიორო ფონდი დადებს, 100-100 მილიონს კი, 4 საერთაშორისო კრედიტორი.

საჯაროდ გაცხადებული ვერსიით, სწორედ ამ 400 მილიონის მოზიდვისსანაცვლოდ დაწესებული მოთხოვნები გახდა „განხეთქილების ვაშლი“.

ჩვენ დავინტერესდით, რა იგულისხმება კრედიტორების ამა თუ იმ მოთხოვნისმიღმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან განმარტება მოვითხოვეთ:

  1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული

სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერგამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდესმხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისიკვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო ააშენოს მეორე ფაზათუ არ იქნება ტვირთნაკადი.

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკის

სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდაასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდაგაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამისშემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.

3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურებისშემთხვევაში

თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებსოპერირებას, ინვესტორი ნახავს ზარალს, ბანკებს ვერ გადაუხდის სესხს,შესაბამისად, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა და უნდა აანაზღაუროსზარალი

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი

აქ საუბარი არის უფრო ბანკების მიერ სესხის გასხვისებაზე, ან კრედიტორისჩანაცვლებაზე, მთავრობის პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს სესხებისგადაფორმება ისეთ მხარეზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ეროვნულიუსაფრთხოების რისკებს, ამას ბანკებიც ეთანხმებიან.

5. სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები

სახელმწიფოს ოქროს აქციას აქვს ძალიან ფართო უფლებები, საუბარი არის მათშეკვეცაზე.

6. სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში

7. საკანონმდებლოცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება

ამჟამად, საინვესტიციო ხელშეკრულებით ძალიან ვიწროა იმ საკანონმდებლოცვლილებებისგან გამომდინარე კომპენსაცია, რომელიც მთავრობამ უნდააუნაზღაუროს კონსორციუმს. ეს სია უნდა გაფართვოდეს, რომ ინვესტიციადაცული იყოს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.

8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში $400 მლნ სესხის სახელმწიფოს მიერდაფარვა

კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობას აქვს უფლება დაფაროს სესხი დადაეუფლოს პორტის აქტივებს სრულად. ამ შემთხვევაში კონსორციუმისინვესტორები კარგავენ საკუთარ ინვესტიციებს.

GBC.GE

Share