Home » მსოფლიო » რას აკეთებს ჩვენი iPhone-ი, როცა გვძინავს
რას აკეთებს ჩვენი iPhone-ი, როცა გვძინავს

რას აკეთებს ჩვენი iPhone-ი, როცა გვძინავს

როგორც Apple-ი აცხადებს, რაც ხდება თქვენს ტელეფონში, რჩება თქვენს ტელეფონში.

თუმცა, Washington Post-ის კონფიდენციალურობის კვლევა ადასტურებს, რომ აპლიკაციების 5 400 ფარული თრექერი აგროვებს ჩვენს მონაცემებს.

როცა ვიძინებთ, გვჯერა, რომ ჩვენი ტელეფონიც ისვენებს ჩვეული დღიური დატვირთვისაგან, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. ამ თემაზე ვრცელი სტატია Washington Post-მა გამოაქვეყნა და გაგვაფრთხილა, რომ ჩვენი ტელეფონი ღამითაც მუშაობის რეჟიმშია.

როგორც სტატიაშია აღწერილი, ტელეფონის აპლიკაციები უამრავ ინფორმაციას აწვდიან იმ კომპანიებს, რომლებზეც ხშირად წარმოდგენაც კი არ გვაქვს. თქვენი iPhone-იც სავარაუდოდ, ასე იქცევა და Apple-ს შეუძლია ამის შეჩერება.

ინფორმაცია ჩვენს შესახებ მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ზუსტი ადგილმდებარეობა, თითის ელექტრონული ანაბეჭდი, IP მისამართი და სხვა.

როგორც სტატიის ავტორი ირწმუნება, ერთ-ერთი აპლიკაცია ავრცელებს პერსონალურ ინფორმაციას და ამგვარად არღვევს თავის გაცხადებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

არსებული საფრთხეების საპასუხოდ შეიქმნა არაერთი აპლიკაცია, რომელიც პირადი მონაცემების გაჟონვის ფაქტებს ავლენს და ბლოკავს.

აღნიშნულ საქმიანობაში შემჩნეული კომპანიების უმეტესობა თავს იმით იმართლებს, რომ ეს მონაცემები საკუთარი საქმიანობის გასაუმჯობესებლად სჭირდებათ.

Apple-ი მკაცრია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იღებენ აპლიკაციები თანხმობას თქვენი ტელეფონის გარკვეული ნაწილების გამოყენებაზე (კამერა, მიკროფონი, ადგილმდებარეობა, ფოტოები, კონტაქტები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და სხვა). თუმცა, როგორც ჩანს, Apple-ი არ იმჩნევს იმას, თუ როგორ იყენებენ ეს აპლიკაციები ჩვენ შესახებ დამოუკიდებლად შეგროვებულ მონაცემებს.

Apple-ს შეუძლია აპლიკაციებს მოსთხოვოს შეტყობინების გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მესამე მხარის თრექერებს იყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ რომელიმე აპლიკაციას გავხსნით და ვნახავთ შეტყობინებას 15 თრექერზე, დავფიქრდებით, გამოვიყენოთ ის თუ არა.

BPN.GE

Share