Home » ეკონომიკა » რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართული მანდარინი ბათუმის პორტიდან რუსულ ბაზარზე გავა
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართული მანდარინი ბათუმის პორტიდან რუსულ ბაზარზე გავა

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართული მანდარინი ბათუმის პორტიდან რუსულ ბაზარზე გავა

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად მანდარინი ბათუმის პორტიდან ნოვოროსისკით რუსულ ბაზარზე გავა.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, რომ გემი სახელწოდებით ”მეგობრობა” შავი ზღვის ბათუმის აკვატორიიდან ნოვოროსისკის პორტის მიმართულებით კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ივლის.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 80-90 ათას ტონას შეადგენს, ციტრუსის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილეები, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის, ციტრუსის მიმღებ- დამხარისხებელი საწარმოების, ასევე პორტისა და საბაჟოს წარმომადგენლები.

Share