Home » ფინანსები » რამდენიმე ძალოვანი უწყების საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება
რამდენიმე ძალოვანი უწყების საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება

რამდენიმე ძალოვანი უწყების საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, რამდენიმე ძალოვანი უწყების საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 870.0 მლნ ლარი. ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით, სამინისტროს ასიგნება 80 მლნ ლარით გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 644.0. მლნ ლარი. ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, სამინისტროს ასიგნება 500 ათასი ლარით არის გაზრდილი. გათვალისწინებულია დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის (საშუალოდ 250 ლარით) სრული დაფინანსება, ასევე სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდა – საშუალოდ 250 ლარით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 136.0 მლნ ლარი. აქედან 6 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის, ასევე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დაფინანსება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 87.6 მლნ ლარი, მათ შორის 5,5 მლნ ლარი გათვალისწინებულია მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდისთვის.

Share