Home » ფინანსები » რამდენად გაძვირდა წამლები 1 წელიწადში
რამდენად გაძვირდა წამლები 1 წელიწადში

რამდენად გაძვირდა წამლები 1 წელიწადში

2019 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამკურნალო საშუალებებზე ფასები გაიზარდა. „საქსტატის“ ცნობით, ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 3.5%-ით არის მომატებული ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში.

კერძოდ, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გაძვირებულია მედიკამენტებიც.

საანგარიშო პერიოდში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 6.29%-ით გაძვირდა; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასი – 3.10%-ით არის გაზრდილი;
ანტიბიოტიკებზე – 11.22%-ით;
5.64%-ით არის გაძვირებული ვიტამინები;
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 1.49%-ით;
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – 4.87%-ით არის მომატებული.

გაზრდილია 1.68%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.
Share