Home » საზოგადოება » „რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს
„რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს

„რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება.

როგორც ჩოგოვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საუბარია ფრენებზე როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, „რაინეართან“ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და უახლოეს მომავალში ალბათ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. თუმცა, ამ ეტაპზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

Share