Home » ბიზნესი » რაგბის 7 გულშემატკივარი „თიბისისა“ და „მასტერქარდისგან“ იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება
რაგბის 7 გულშემატკივარი „თიბისისა“ და „მასტერქარდისგან“ იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

რაგბის 7 გულშემატკივარი „თიბისისა“ და „მასტერქარდისგან“ იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

#შეერკინემსოფლიოს-31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე „თიბისი რაგბი სერიების“ ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი”-დან აცნობეს, შოტლანდიასთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის მსოფლიო თასზე, იაპონიაში გამგზავრებამდე, სამშობლოში ბოლო მატჩია. მათივე ინფორმაციით, თამაში განსაკუთრებულია იმითაც, რომ სტადიონზე „თიბისისა” და „მასტერქარდის” რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორ კაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებას და მატჩზე დასასწრებ ბილეთებს მოიცავს.

„კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც საქართველო-შოტლანდიის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს „თიბისის“ ნებისმიერი „მასტერქარდის” ბარათით tkt.ge-ზე შეიძენს! აქცია 30 აგვისტოს, 20:00 საათზე სრულდება.

რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება აზიაში. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ბორჯღალოსნების განრიგი კი ასეთია: 23 სექტემბერი – უელსი-საქართველო; 29 სექტემბერი – საქართველო-ურუგვაი; 3 ოქტომბერი – საქართველო-ფიჯი; 11 ოქტომბერი – საქართველო ავსტრალია;

დაინტერესებულ პირებს მსოფლიო თასის სრული განრიგის ნახვა შეუძლიათ ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/

Share