Home » ფინანსები » რადიოში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი ფინანსულ სექტორზე მოდის
რადიოში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი ფინანსულ სექტორზე მოდის

რადიოში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი ფინანსულ სექტორზე მოდის

რადიოში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი ფინანსულ სექტორზე მოდის

„აიფიემ კვლევები“ აგრძელებს რადიოში სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას, ამჯერად კი აქვეყნებს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს.მონაცემებზე  დაყრდნობით რადიოში ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლები სწორედ ფინანსურ სექტორს უჭირავს.

კომპანია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ფინანსურ სექტორში განხორციელებული მსხვილი ბიზნეს გარიგებების თუ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მოხდა ზოგიერთი კომპანიის ბაზრიდან გასვლა, თუმცა მათი ადგილი მალე შეავსო სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც რეფორმირდნენ ახალი რეალობის გათვალისწინებით და წარმატებით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.

რადიოში გასული რეკლამების რაოდენობიდან ფინანსური სექტორის წილია 12 %, რაც ციფრებში 32 475 ერთეული სარეკლამო რგოლია.ამ პერიოდში ძირითადად 26 საფინანსო კომპანიის აქტივობა დაფიქსირდა.

 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ყველაზე მეტი სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია სვის კაპიტალმა – 4 734 სარეკლამო რგოლი, რაც ფინანსურ სექტორში გასული რეკლამების 15,18 % ს შეადგენს. გაშვებული რგოლებით მეორე ადგილზეა ბანი კრედიტი მისი წილი სექტორში 13,71 % ია. მესამე ადგილს კი ჯაბა კრედიტი იკავებს გასული რეკლამების 11%-ით, რაც მთლიანი სარეკლამო რგოლებიდან  3 572 რგოლს შეადგენს.

გრაფიკზე გამოსახულია ფინანსურ სექტორში შემავალი კომპანიების წილები გასული რეკლამების რაოდენობიდან.

მოამზადა მარიამ აბრამიშვილმა

Share