Home » საზოგადოება » „რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით მეტად გადაიდება საქართველოს პროგრესიც”
„რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით მეტად გადაიდება საქართველოს პროგრესიც”

„რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით მეტად გადაიდება საქართველოს პროგრესიც”

 “რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით უფრო დიდი ხნით გადაიდება საქართველოს პროგრესიც”, – ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

ჭარაია აღნიშნულ განცხადებას ანტიდემპინგური კანონის მიღებასთან დაკავშირებით აკეთებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს და იგი 2020 წლის იანვრიდან შევა ძალაში.

“წლების განმავლობაში საუბარი იყო, რომ ანტიდემპინგური კანონი როგორ არაგვაქვსო…

მოდის ანტიდემპინგური კანონი და ბიზნესის ერთი ნაწილი იძახის, რა საჭიროა ასეთი კანონიო…

ანტიდემპინგური კანონი ნიშნავს, რომ ადგილობრივ მწარმოებელს, უცხოური იმპორტიორი თვითღირებულებაზე დაბალი ფასით ვერღარ გაუწევს კონკურენციას. საბოლოო ჯამში ადგილობრივ მწარმოებელს ეძლევა შანსი განვითარების, იქმნება სამუშაო ადგილები და ძლიერდება ეროვნული ეკონომიკა. ერთი შეხედვით (და ასეც არის) მშვენიერი ინიციატივაა. თუმცა, უცებ გამოჩნდნენ იმპორტზე მომუშავე “დისტრიბუტორები”, რომლებიც თურმე ამაში საშიშროებას ხედავენ და მოსახლეობას “ასწავლიან” რომ ამან შეიძლება პროდუქციის ღირებულება გაზარდოს.

იმას კი უმალავენ, რომ თუ ამ ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესი ვერ განვითარდა, საბოლოო ჯამში ერთხელ-ორჯერ-შვიდჯერ იაფად მიყიდვის მერე ეს პროდუქტი ერთბაშად ისე გაძვირდება, რომ მომხმარებელიც, ადგილობრივი ბიზნესმენიც და მთლიანობაში ქვეყანაც – წაგებული დარჩება. რაც უფრო დიდ ხანს მიეცემა შესაძლებლობა იმპორტიორს ჩაგროს ადგილობრივი ბიზნესი, მით უფრო დიდი ხნით გადაიდება საქართველოს პროგრესიც”, – აცხადებს ჭარაია.

Share