Home » ეკონომიკა » რა ტემპებით ხდება საქართველოში ნავთობის მოპოვება
რა ტემპებით ხდება საქართველოში ნავთობის მოპოვება

რა ტემპებით ხდება საქართველოში ნავთობის მოპოვება

უკვე არაერთი წელია არსებობს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნავთობის დიდი მარაგები გააჩნია. აღნიშნული მოსაზრება, მრავალ ფაქტსა, თუ ლეგენდას აერთიანებს, მათ შორის ისეთებსაც, როგორებიცაა აზერბაიჯანის ნავთობის მთავარი არტერიის შირაქის ველზე არსებობა, ნავთობის რამდენიმე ათეული წლის მარაგი და ა.შ. თუმცა, თუ მხოლოდ ფაქტებს დავეყრდნობით საქართველოში ნავთობის მოპოვება 19-საუკუნის ბოლოდან მიმდინარეობს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა, ინფორმაცია ვრცელდებოდა მის დადასტურებულ, თუ სავარაუდო მარაგებზე.

ასე იყო მაგალითად, კომპანია “ფრონტერას” შემთხვევაშიც, კომპანიამ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოში გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ, მოგვიანებით კი არცერთი არ დადასტურდა.

ახლა მიმოვიხილოთ მხოლოდ ფაქტები, საქართველოში სამი ტიპის ნავთობის მარაგებს განიხილავენ, ეს არის დადასტურებული, სავარაუდო და შესაძლო მარაგები. თუ ნავთობისა და გაზის სააგენტოს მონაცემებს დავეყრდნობით, საქართველოს არც თუ მწირი ნავთობის მარაგები გააჩნია. მაგალითად, ქვეყანა, დადასტურებული მარაგების 2.304 მლნ ტონა ნავთობს ფლობს, სავარაუდო მარაგებში ეს რიცხვი 5.700 მლნ ტონამდე მერყეობს, ხოლო შესაძლო მარაგები კი 32.7715 მლნ ტონამდე არის განსაზღვრული.

თუმცა, ამის მიუხედავადაც საქართველოში ნავთობის მოპოვება წლიდან წლამდე მცირდება. “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს 30 159 ტონა ნავთობის მოპოვება მოხდა, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს რიცხვი 31 000 ტონას აჭარბებდა, ხოლო 2016 წელს კი 38 000 ტონას.

საქართველოში ნავთობის ძებნა-მოპოვების სამუშაოებს 13 კომპანია აწარმოებს, რომლებზეც ლიცენზიას “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” გასცემს. ამ მომენტისთვის ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს, 6 ინვესტორი კომპანია, “ნინოწმინდის ნავთობკომპანია”; “შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი”, “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”, “ვი-პი-აი ჯორჯია’, “საცხენისი ჯორჯია”, “ნორიოს ხევი ჯორჯია” და ასევე “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” საკუთარი ძალებით.

რაც შეეხება ნავთობის ძებნა-ძიების სამუშაოებს, აქ 7 ლიცენზიანტი ოპერირებს, “ჯი-ოუ-ჯი ლიმიტედი”; “ელენილტო”; “მარექსინი”; “ჯორჯია ნიუ ვენჩერს ინკ-ი”; “ნორიოს ნავთობკომპანია”, “ვესთ გალფ პეტროლეუმ საინჟინრო კომპანია” და “,ქოალიშენ ენერჯი ლიმიტედ კომპანია”, ისინი მხოლოდ ძებნა-ძიებით სამუშაოებს აწარმოებენ და ნავთობის მოპოვებასთან კავშირი არ აქვთ.

რაც შეეხება მიღებული ნავთობის გადამუშავებას, ამ მიმართულებით საქართველოში ორ კომპანიას აქვს ლიცენზია, ესენი არიან შპს “გლობუსი” და შპს “ზდ ნავთობის კომპანია” და ორივე მათგანის, საქმიანობის 25 წლიანი ლიცენზია გააჩნია. კომპანიებს გადამუშავების შემდეგ თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მიღება შეუძლიათ, თუმცა ამ ეტაპზე შპს “გლობუსი” საერთოდ არ ახდენს ნავთობის გადამუშავებას. 2017 წლის მონაცემებით კი კომპანიებმა, საერთო ჯამში 23425.53 ტონა ნავთობი გადაამუშავეს.

კერძოდ, როგორც “ნავთობისა და გაზის სააგენტოს”, ნავთობის გადამუშავების ანგარიშიდან ირკვევა, 2017 წელს საქართველოში სულ 23 425.53 ტონა ნავთობი გადამუშავდა და მიღებულ იქნა: ნაფტა 3424.9 ტონა, ბენზინი 2197.7 ტონა, დიზელი 9986.9 ტონა და მაზუთი 8751.9 ტონა.

აქედან შპს “გლობუსის” ქარხანის წარმადობამ ტექნოლოგიური პროექტის მიხედვით შეადგინა 80.000 ტონას წელიწადში. შპს “ზდ ნავთობის კომპანიის” წარმადობამ კი წელიწადში 130.000 ტონას მიაღწია.

პეტრე ლეკიშვილი

Share