Home » ფინანსები » რა თანხა გადმოირიცხა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 9 წელში
რა თანხა გადმოირიცხა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 9 წელში

რა თანხა გადმოირიცხა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 9 წელში

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობაზე წერს.

მონაცემების მიხედვით, ბოლო რვა წელში რუსეთიდან საქართველოში ჯამში 4 მილიარდ 540 მილიონი დოლარია გადმორიცხული, ხოლო მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით 167.7 მილიონი დოლარი.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რუსეთის დუმაში საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ

ადრეც დავწერე, რომ შესაძლოა მომდევნო ნაბიჯი რუსული სანქციების იყოს გადმორიცხვების აკრძალვა. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკაში გადმორიცხვებს არცთუ მცირე ნაწილი უჭირავს.

ფულადი გზავნილების მხრივ საქართველოსთვის რუსეთი ნომერ პირველი ქვეყანაა. 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში ჯამში 163.7 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

თვეების მიხედვით კი მიმდინარე წლის ტენდენცია შემდეგნაირად გამოიყურება: იანვარი 27.597 მილიონი დოლარი; თებერვალი 31.616 მილიონი დოლარი; მარტი 35.416 მილიონი დოლარი; აპრილი 34.345 მილიონი დოლარი; მაისი 34.797 მილიონი დოლარი.

წლების მიხედვით კი სურათი შემდეგნარია – 2018 წელს ფულადი გადმორიცხვების 30% (457 მილიონი $), 2017 წელს 33% (445 მილიონი $), 2016 წელს 34% (294.5 მილიონი $), 2015 წელს 40% (432.7 მილიონი $), 2014 წელს 49% (709 მილიონი $), 2013 წელს 54% ( 801 მილიონი $), 2012 წელს 56% (747 მილიონი $), 2011 წელს 51% (655 მილიონი $).

ყველზე მეტი ემიგრანტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და აღნიშნული მაჩვენებელიც ლოგიკურია, თუმცა თუ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური სანქციები ფულად გზავნილებსაც შეეხო, ან რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამოძევება განიზრახა, ეს, რასკვირველია ფულადი გზავნილების დინამიკაზეც ჰპოვებს ასახვას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეების არც თუ მცირე ნაწილი. თუმცა, ის ადამიანები, ვინც რუსეთში მუშაობას, რუსეთი ეკონომიკის ნაწილსაც ჰქმნიან. მათ შორის ბევრი ბიზნესმენიცაა. ამიტომ, ეს ფაქტორი გარკვეულწილად რუსეთის ეკონომიკაზეც ჰპოვებს ასახვას, თუმცა მიზერულად”, – წერს ჯინჭარაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა.

Share