Home » ფინანსები » რა თანხა და რაში დახარჯეს 2018 წელს უცხოელებმა საქართველოში
რა თანხა და რაში დახარჯეს 2018 წელს უცხოელებმა საქართველოში

რა თანხა და რაში დახარჯეს 2018 წელს უცხოელებმა საქართველოში

2018 წელს საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 2,122 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა.

აღნიშნული 63 მლნ ლარით მეტის წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წელს უცხოელებმა საქართველოში საბანკო ბარათებით 2,059 მლნ ლარი დახარჯეს.

რაც შეეხება 2018 წლის დეკემბერს, წინა თვეს უხოელებმა ბარათებით 162 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 30 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის დკემბერში საქართველოში უცხოელებმა საბანკი ბარათებით 132 მლნ ლარი დახარჯეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, სექტემბერში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 89,7 მლნ ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 72,3 მლნ ლარის.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2018 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში საბანკო ბარათებით (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბანკების) 24 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა. დეკემბერში განხორციელებული ოპერაციებისას დახარჯულმა თანხამ 2,4 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცამებით, 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი ტურიზმიდან 2 მილიარ 147 მილიოლ ლარს შეასდგენს, საიდანან ძირითადი ნაწილი საკვებსა და სასმელზე მოდის – 625 მილიონი ლარი, ხოლო განთავსება–დაბინავებაზე 513 მილიონი ლარი. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ტურისტებმა გართობაზე პირველი სამი კვარტლის განმავლობაში 400 მილიონ ლარამდე დახარჯეს.

Share