Home » ფინანსები » რა შემოსავლებს იღებს საქართველო სამხედრო ტექნიკის წარმოებით
რა შემოსავლებს იღებს საქართველო სამხედრო ტექნიკის წარმოებით

რა შემოსავლებს იღებს საქართველო სამხედრო ტექნიკის წარმოებით

სსსტც “დელტას” შვილობილი “დელტა ინტერნეიშენალი” 2018 -2019 წლებში სარგებლის გაზრდას ელის.

კომპანიას 2017 წელს შემოსავლებში ჩავარდნა ჰქონდა. თუ   შემოსავალმა საოპერაციო საქმიოანობიდან 2016 წელს შეადგენა 39,4 მილიონ  ლარს გადააჭარბა, 2017 წელს მხოლოდ 636,340 ლარია, რაც გამოწვეულია 2016-2017 წლებში დადებული კონტრაქტების შესრულებით 2018 წელში.

„2018 წლის ივლისის თვისთვის  შესრულებულია 50 ერთეული საბრძოლო იარაღისა და 17 ერთეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის შეკვეთა და დაიწყო 2015 წელს გაფორმებული კონტრაქტის შესრულება, რომელიც შეეხება 45 ერთეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებას, საიდანაც კომპანია სარგებელს ელოდება 2018-2019 საანგარიშგებო წლებში“, – განმარტავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორებისგან მიღებული ფულადი ავანსებით  2016 წელთან შედარებით 2017 წელში კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი გაიზარდა 3,488,148 ლარით.

შეგახსენებთ,  შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ი წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ უმსხვილეს და წარმატებულ კომპანიას სამხედრო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციაში,

4 წლიანი ოპერირების პერიოდში „დელტა ინტერნეიშენალ“-მა 40 მლნ ლარზე მეტის პროდუქცია გაყიდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

gbc.ge

Share