Home » ეკონომიკა » რა შემოსავალი მოაქვს საქართველოს ცას – რამდენად მზარდია საქართველოს საავიაციო ბაზარი
რა შემოსავალი მოაქვს საქართველოს ცას - რამდენად მზარდია საქართველოს საავიაციო ბაზარი

რა შემოსავალი მოაქვს საქართველოს ცას – რამდენად მზარდია საქართველოს საავიაციო ბაზარი

ბოლო პერიოდში საქართველოს საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.

მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, ქართულ ცას რამდენიმე ავიაკომპანია შეემატა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც კომპანიები ბაზრიდან სწორედ დაბალი მგზავრთნაკადის მიზეზით გავიდნენ – ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ვერსია ასეთი იყო.

მსგავსი ფაქტების პარალელურად, მუდმივად იჩენდა თავს ეჭვები და ბრალდებები საავიაციო ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს და კონკურენციის ნაკლებობის შესახებ. ასეთი იყო კომპანია Mყწაყ Aირლინეს, რომელმაც რეისები გასული წლის დეკემბერში შეაჩერა.

მაშინ არაერთგზის გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კომპანიამ ქართული ბაზარი არაკონკურენტული გარემოს გამო დატოვა. თუმცა, ამის საპირწონედ სახეზე გვქონდა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომელიც სააგენტომ ავიაბაზარზე წარადგინა და რომლის მიხედვითაც, 2014-2016 წლებში აეროპორტებისა და მოქმედი ავიაკომპანიების მიხედვით, საქართველოში მგზავრთა ავია გადაყვანის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და დაასკვნა, რომ მგზავრთა ავია გადაყვანის ბაზარზე კონკურენტული გარემოა, ადგილი არ აქვს ხელოვნურ ბარიერებს და არსებული ბაზარი ვითარდება.

თავად კომპანია Mყწაყ Aირლინეს-მა ბაზრის დატოვების მიზეზად მგზავრთნაკადის შემცირება დაასახელა. თუმცა, ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. აღნიშნული სტატისტიკა, თუ რამდენს “წერს” საქართველოს ცა და რამდენად მზარდია ფრენების რაოდენობა ქვეყანაში, გაცილებით კარგად ჩანს ციფრებში.

კერძოდ, თუ “თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან”, 2016 წელს მგზავრთნაკადი 2.2 მლნ არ აღემატებოდა, ეს რიცხვი 2017 წელს 3.1მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წელს 3.8 მლნ გადააჭარბა.

ზრდა ფიქსირდება “ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდანაც”. თუ 2017 წელს აეროპორტმა 405 000 მგზავრი გაატარა, 2018 წელს ეს რიცხვი 617 000 აჭარბებდა. თუმცა, საინტერესოა როგორია მგზავრთა გადაყვანის განაწილება, კომპანიების მიხედვით იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, ბაზრის კონკურენტუნარიანობის განსასაზღვრად.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი. ლიდერი ავიაკომპანიების ხუთეული კი ასე ნაწილდება, ავიაკომპანია ჭიზზ Aირ – 587 179 მგზავრი (12%), ავიაკომპანია Turkish Airline – 559 749 მგზავრი (11%), ავიაკომპანია Georgian Airways – 550 831 მგზავრი (11%), ავიაკომპანია Ural Airline – 294 000 მგზავრი (6%), ავიაკომპანია Fly Dubai – 250 296 მგზავრი (5%).

ზრდა ფიქსირდება 2019 წლის მონაცემებშიც და 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ ჭიზზ Aირ ლიდერობს, იგი ბაზრის 15%-იან წილს ფლობს.
კონკურენციის სააგენტოს დასკვნა ცოტა ხნით გვერდზეც რომ გადავდოთ, ზემოთ მოყვანილი მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მზარდია. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა გახდა ერთეული კომპანიების ბაზრიდან გასვლის მიზეზი, თუმცა ამის პარალელურად ქართულმა ბაზარმა, არაერთი უცხოური ავიაკომპანიის მოზიდვა შეძლო.

ასეთები იყო მაგალითად Air Arabia და Wizz Air-ი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ უკანასკნელის თაობაზეც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ბაზრის დატოვების შესახებ. კერძოდ, გასულ წელს სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიამ” გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია ჭიზზ Aირ-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავდა.

ამის მიზეზად კი, ორგანიზაცია ეკონომიკის მინისტრის მხრიდან, “სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” ხელმძღვანელზე ზეწოლას ასახელებდა. აღნიშნული განცხადება დაუყოვნებლივ უარყო ეკონომიკის სამინისტრომ და ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

განცხადება იმთავითვე უარყვეს თავად Wizz Air-ში და დასძინეს, რომ კომპანია ახალი მიმართულებების ათვისებასაც გეგმავდა. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდანაც ჩანს კომპანიამ მართლაც არა თუ დატოვა ბაზარი, არამედ ლიდერია გადაყვანების მიხედვით.

კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც მიმდინარე წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე არის ღყანაირ-ი. კომპანიამ ბაზარზე შემოსვლა მიმდინარე წლის აგვისტოში დაანონსა და პირველი ფრენები მიმდინარე თვიდან დაიწყო.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს ცაზე სატრანზიტო ფრენებიდანაც იღებს შემოსავლებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ტემპით იზრდება ის შემოსავალი, რასაც საქართველო მასზე გამავალი საერთაშორისო რეისების დისპეჩერიზაციით იღებს.

საქართველოს ცაზე საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი და სანავიგაციო მომსახურება სახელმწიფო კომპანია “საქაერონავიგაციას” ევალება. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ორგანიზაციამ გასული წლის განმავლობაში 83 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. მისი წმინდა მოგება კი 20.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

ხაზგასასმელია, რომ 2014 წლის შემდგომ, კომპანიის შემოსავალი თითქმის გაორმაგებულია. მმართველობითი ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ცაზე 155,282 ფრენა შედგა, რაც 2017 წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია. აქედან 106,639 სატრანზიტო ფრენას (გადაფრენას) წარმოადგენდა, 48,643 რეისი კი საქართველოს აეროპორტებიდან აფრენა დაფრენას.

ერთ დღეში შესრულებული ფრენების რაოდენობის ახალი მაქსიმუმი 2018 წლის 29 ივლისს დაფიქსირდა და 536 ფრენა შეადგინა.

“ფრენების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, თბილისის საფრენოსნო-საინფორმაციო რაიონში საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების პროცესით გამოწვეული ფრენების შეფერხებები არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც ევროპის საჰაერო მოძრაობის ქსელში 2018 წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების პროცესით გამოწვეულმა ფრენების შეფერხებამ ჯამში 25.6 მილიონი წუთი შეადგინა, 2017 წელთან შედარებით 61% არის გაზრდილი, რაც მარშრუტზე შეფერხებების გაორმაგებით არის გამოწვეული”, – ნათქვამია ანგარიშგებაში.

“საქაერონავიგაცია” საჰაერო დისპეჩერიზაციის მომსახურების გასაწევად კომპანიის აქტივებში არსებულ რადიოლოკაციურ ინფრასტრუქტურას იყენებს. ჯამში კომპანიის აქტივების ღირებულება 171 მილიონი ლარია.
შეჯამებისკენ შეიძლება ითქვას, რომ ქართული საავიაციო ბაზარი მზარდია და მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოს აეროპორტებმა 4 მლნ მგზავრზე მეტი გაატარა. ბაზარზე წილების გადანაწილებიდან კი შეიძლება ითქვას, რომ საავიაციო ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული გარემოა, რაც ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია, ახალი კომპანიების მოსაზიდად.

ამას უფრო ნათლად დავინახავთ, თუ ადგილობრივი და უცხოური ავიაკომპანიების წილების გადანაწილებას შევხედავთ, რომლის მიხედვითაც ბაზრის 88%-ი უცხოურ კომპანიებზე მოდის, 12 % -ს კი ქართული ავიაკომპანიები ინაწილებენ, რომელთა რაოდენობაც, ცხადია მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საერთაშორისო კომპანიების რაოდენობას .

პეტრე ინაური

Share