Home » ბიზნესი » რა პროექტი განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე
რა პროექტი განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე

რა პროექტი განხორციელდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ანაგი“ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად „კიას“ ცენტრია მოწყობილი, მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერია“-ს მოწყობას გეგმავს.

bpn

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების პირობები მერიასთან უკვე შეთანხმებულია, თუმცა პროექტი და მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.

bpn

„მრავალფუნქციური კომპლექსი წარმოადგენს საგამოფენო და საკონცერტო ცენტრს და თავისი არქიტექტურულ-სივრცითი გადაწყვეტით წარმოადგენს ქალაქისათვის მსგავსი არეალების დაპროექტების ნოვაციურ მიდგომას. კომპლექსი აღმაშენებლის ხეივნის მხრიდან მთლიანად „ხსნის და აფიქსირებს“ მიმდებარე არეალის საზოგადოებრივ-რეკრეაციულ დანიშნულებას.

bpn

თვით კომპლექსის ექსტერიერი და ინტერიერი წარმოადგენს სხვადასხვა მოცულობების „მწვანე“ არეალების კომბინაციას, რომელიც შიდა და გარე სივრცეების ერთიანობას უსვამს ხაზს.

bpn

აღნიშნულის გარდა პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტა შექმნის საინტერესო პრეცედენტს და სტიმულს მისცემს აღმაშენებლის ხეივნის არქიტექტურულ-სივრცითი განვითარების ახალ მიდგომას,“- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

bpn

ამასთან, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტი წარმოადგენს ტიპიურ ორანჟერიას. მისი შესრულება გადაწყვეტილია მინა-ლითონის კონსტრუქციების კომბინაციით, რომელიც გარე და შიდა მწვანე

სივრცეების ერთიანობას ქმნის და რეკრეაციულ-საზოგადოებრივი ფუნქციის ორგანიზების უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს.

bpn
bpn.ge
Share