Home » ბიზნესი » რა პერსპექტივა აქვს ქართულ ბიზნესს დუბაის ბაზარზე

რა პერსპექტივა აქვს ქართულ ბიზნესს დუბაის ბაზარზე

როგორ შეიძლება კომპანიის დარეგისტრირება დუბაიში

ბოლო დროს ქართულ ბიზნესსივრცეში ბევრი საინტერესო ინიციატივა ჩნდება, ერთ-ერთი ასეთია კომპანია EVERGREEN BUSINESSMEN SERVISES, რომელიც ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს უნიკალურ შანსს აძლევს. საუბარია, აქაური კომპანიებისთვის დუბაის არაბთა საემირატოში ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობაზე, რასაც სწორედ კომპანია EVERGREEN BUSINESSMEN SERVISES იძლევა. რას გულისხმობს ეს ინიციატივა კონკრეტულად და რა პერსპექტივას უქმნის ის ქართველ მეწარმეებს, ამ საკითხებზე კომპანიის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ნათია კერესელიძე საუბრობს.

– აუხსენით მკითხველს რას საქმიანობს კომპანია EVERGREEN BUSINESSMEN SERVISES-ი და რა გეგმები აქვს ქართულ ბაზარზე?

– დუბაის ბაზარი საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იხმობს, – ამ წინადადებით შემოვიდა EVERGREEN BUSINESSMEN SERVISES საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვეხმარებით საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნეს დუბაიში პროდუქციის ექსპორტიში და ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. რასაკვირველია, იბადება კითხვა, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს ქართველ მეწარმეებს, ისეთ კონკურენტულ ბაზარზე, როგორიც დუბაია?!

– ამასთან საინტერესოა, რატომ უნდა მოახდინონ მათ პროდუქიცის ექსპორტი სწორედ ამ მიმართულებით და როგორ შეძლებენ იქ ოპერირებას?

– ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ დუბაიში არსებულ Tax Free გარემოზე, ეს თავისთავად უკვე ძალიან მიმზიდველი ფაქტორია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, გათავისუფლდეს საშემოსავლო და სხვა საგადასახადო ვალდებულებისგან. ასეთი, გარემო, პირველ რიგში, ხელს უწყობს ამ სეგმენტის განვითარებას და მათ ინტეგრირებას, იმ ბაზარზე სადაც მსოფლიო ვაჭრობს.

მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან კონკურენტული სეგმენტია, ხოლო, როგორც ცნობილია, ჯანსაღი კონკურენცია ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ამასთან ერთად, მცირე და საშუალო სექტორი პირველ რიგში კარგად იკვლევს იმ ბაზარს, სადაც ოპერირებას გეგმავს, თუ რამდენად მისაღები იქნება მისთვის ეს გარემო და რამდენად მოთხოვნადი იქნება მისი პროდუქტი ბაზარზე, შესაბამისად ეს სექტორი ცდილობს, მათი მონაწილეობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ამ მხრივ, მცირე ზომის კომპანიები არიან გაცილებით მოქნილნი, შესაბამისად, მათ აქვთ უპირატესობა, რომ ბაზარს შესთავაზონ უნიკალური პროდუქტები, უნიკალური ფასები და სერვისები, ასეთი მდგომარეობა განაპირობებს მათ წარმატებას ბაზრებზე.

საქართველოში არსებული დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეს ძალიან კარგი შანსი იქნება მცირე და საშუალო სექტორისთვის, რომ უფრო წარმატებული გახადონ მათი ბიზნესი. დაიწყონ საკუთარი ბიზნესი დუბაიში, დააარსონ კომპანია, შეუერთდნენ იმ ბაზარს სადაც მსოფლიო ვაჭრობს, სადაც მოთხოვნა ძალიან დიდია და სადაც ყოველ წლიურად მილიონობით ვიზიტორი ჩადის მთელი მსოფლიოდან. სწორედ ასეთი გარემოა საქართველოსთვის მიმზიდველი და იდეალური  ბიზნესის გაფართოებისთვის. საქართველოში მოქმედ კომპანიებს გააჩნიათ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ გავიდნენ ექსპორტზე და კონკურენცია გაუწიონ დუბაიში მოქმედ ფირმებს. სწორედ ექსპორტია ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უდავოდ განაპირობებს და ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი მსგავსი ტიპის ბაზარზე გასვლას და მსოფლიოს წამყვან ფირმებთან კონკურირებას?

– ვფიქრობ, რომ ეს შანსი საქართველოს მცირე და საშუალო სექტორმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მოახდინონ საკუთარი ბიზნესის დუბაიში ექსპორტი და წარადგინონ ქართული უნიკალური პროდუქტები მსოფლიოში ერთ-ერთ კონკურენტულ ბაზარზე. ქართული პროდუქტი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება და ღირსეულ კონკურენციას გაუწევს სხვა მოწინავე კომპანიებს.

– თუ შეგიძლიათ მკითხველს მიაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია დუბაის ბიზნეს სექტორის შესახებ, რა სფეროებია განვითარებული და მოთხოვნადი?

– დუბაიში დაახლოებით 20 000 მეტი ბიზნესის სახეობაა, შესაძლებლობები ამოუწურავია, ნებისმიერ სფეროში შეიძლება ბიზნესის დაწყება. დუბაის ეკონომიკის კვლევამ აჩვენა, რომ დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული ბიზნეს სექტორებია:

– საბითუმო საცალო ვაჭრობა 25,2%;

– ტრანსპორტი 13,9%;

– უძრავი ქონება 12,9%;

– წარმოება 12,5%;

– ფინანსური მომსახურება 11,6%;

– მშენებლობა 7,7%;

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ 20 000 ბიზნეს სახეობიდან, რომელსაც აქვეყნებს  დუბაის ეკონომიკური განვითარების სამთავრობო სამსახური.

– ვისაუბროთ კონკრეტული ბიზნეს სექტორების შესახებ, რომლებისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება არაბული ბაზარი?

HR კომპანიები

HR კომპანიები, ეს სეგმენტი საკმაოდ წარმატებულია დუბაის ბაზარზე და იდეალური შეთავაზებაა საქართველოში არსებული მსგავსი ტიპის ფირმებისთვის. ცნობილია, რომ დუბაის მთავრობა ყოველ წელს 312 000-ზე მეტ ვაკანსიას აცხადებს, აქედან გამომდინარე, დამსაქმებელთა სეგმენტი ამოუწურავია. ვაკანსიების რაოდენობა გაცილებით აჭარბებს საქართველოში არსებულ სამუშაო ადგილებს. დაარსო დუბაიში HR მომსახურების სააგენტო, საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული ბიზნესი იქნება, არსებული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე.

გადამზიდავი კომპანიები

Fujairah Sea Port  არის ყველაზე დიდი საზღვაო პორტი  მსოფლიოში სინგაპურის შემდეგ, რომელიც ყოველდღიურად სულ ცოტა ას გემს ემსახურება. მის მომსახურებაში შედის კონტეინერების დამუშავება, სატვირთო მომსახურება. საზღვაო პორტის მომსახურება აბსოლუტურად უზრუნველყოფს ყველა მომსახურებას, რაც გემს და გადაზიდვებს სჭირდება. ჩვენი კომპანია EVERGREEN BUSINESSMEN SERVISES დაეხმარება, ნებისმიერ გადამზიდავ კომპანიებს დუბაიში ბიზნესის დაწყებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს საქმიანობა განახორციელონ მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავსადგურში.

უძრავი ქონების სააგენტოები

წარმოიდგინეთ, რამდენად მომგებიანი იქნება გაყიდო უძრავი ქონება გაერთიანებულ არაბთა საემირატოში, გაცილებით უფრო მაღალ ფასად ვიდრე ამას საქართველოში შეძლებ. პირველ რიგში, ეს იქნება დიდი სტიმული ქართული უძრავი ქონების სააგენტოებისთვის გავიდნენ არაბულ ბაზარზე და იქ მოიზიდონ კლიენტები. მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში არაბები განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, დებენ უამრავ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში და დღეისთვის მათი დაფინანსებით არაერთი პროექტი, არაერთი მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოში.

გათბობა-კონდიცირების სისტემები

გათბობა, კონდიცირება, ასევე სამაცივრე დანადგარები, დღეისთვის ეს სეგმენტი ძალიან მოთხოვნადია დუბაიში და საკმაოდ წარმატებული იქნება საქართველოში ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის არსებულ ბაზარზე შესვლა და ოპერირება.

მინერალური წყალი

ჩემი აზრით, მინერალური წყლები არის საუკეთესო საექსპორტო პროდუქტი, რაც შეიძლება ქართულმა კომპანიებმა შესთავაზონ დუბაის ბაზარს.

დასასრულისკენ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ძალიან  დიდი პერსპექტივა აქვს იმისთვის, რომ გახდეს სრულუფლებიანი წევრი, იმ დიდი სავაჭრო ბაზრის, როგორიცაა დუბაი. სწორედ ამიტომ EVERGREEN BUSINESSMEN SERVISES  უზრუნველყოფს ყველა სერვისს, რაც სჭირდება ბიზნესის დაწყებას, ეს იქნება ლიცენზიების მოპოვება, ლოკალური სპონსორობა, საბანკო მომსახურება, ოფისის ქირაობა, ეიჩ არ სერვისი, მუდმივი საცხოვებლი ვიზა და სხვა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება მოგვმართონ მისამართზე: გ. სააკაძის დაღმართი 11, ბიზნეს ცენტრი “პანორამა”.

e-mail: Tbilisi@setup-biz.com

web: setup-biz.com

Tel: 577433366

 

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share