Home » საზოგადოება » რა მოსთხოვა სააკაშვილმა გაერთიანებულ ოპოზიციას და რა გზით აპირებენ ამ თხოვნის შესრულებას
რა მოსთხოვა სააკაშვილმა გაერთიანებულ ოპოზიციას და რა გზით აპირებენ ამ თხოვნის შესრულებას

რა მოსთხოვა სააკაშვილმა გაერთიანებულ ოპოზიციას და რა გზით აპირებენ ამ თხოვნის შესრულებას

რატომ იკრიბება ოპოზიცია ყოველ საღამოს “ლეიბორისტების” ოფისში? რას განიხილავენ ყოველ საღამოს?

როგორც “ალიასთვის” გახდა ცნობილი – მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, რომ 23 ნოემბერს ჩაატაროს ოპოზიციამ მასშტაბური აქცია.

ოპოზიციას არ სურს მიშას თხოვნის, თუ მოთხოვნის შესრულება, ამბობენ, რომ ისედაც ყველა “ნაციონალების” აქციას ეძახის უკვე რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს და არ სურთ, ხალხმა “ნაციონალებთან” გააიგივონ – 23 ნოემბერს გამართული მასშტაბური აქცია კი – პირდაპირ იქნება იმის ნიშანი, რომ ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივაა გაერთიანებული.

ამჯერად, მოლაპარაკებები ალტერნატიულ გეგმაზე მიმდინარეობს – შეიკრიბნონ და დაიწყონ მასშტაბური აქციები 22 ნოემბერს და გააგრძელონ 23 ნოემბერსაც.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხალხი ასე ნაკლებად გააიგივებს სააკაშვილთან და “ნაციონალურ მოძრაობასთან”.

ბოლო დღეების მანძილზე, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია თავს იმართლებს “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დგომის გამო, პარალელურად ისმის ფრაზები: – იმ აქციაზე ვინ გვათქმევინებს, რომ “ნაციონალებმა” შეცდომები დაუშვეს, დასრულდება აქციები და მერე გავუსწორდებით “ნაციონალებს”, მათ ჩვენთან შეთანხმების გარეშე იმოქმედეს პიკეტირებისას და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია გაერთიანდა, ჯერჯერობით ვხედავთ ერთს – მოთხოვნა ერთია, ოღონდ ამ მოთხოვნას – ზოგი აპროტესტებს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციიდან, ზოგი ცალკე აქციას აკეთებს და ზოგიც სახლიდან აპროტესტებს სოციალურ ქსელში – რაც მთლად ერთიანობის მაჩვენებელი არ არის.

დაანონსებს თუ არა 23 ნოემბერს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას, თუ 23 ნოემბერს – 22 ნოემბერი შეცვლის და მერე გვეტყვის – დრო ვერ გავაჩერეთ, დადგა 23 ნოემბერი, რა ჩვენი ბრალიაო – ვნახოთ, ვნახოთ, ვგონივართ, თუ არა ოპოზიციას სულელები.

ყოველ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია 22 ნოემბერს მასშტაბურ აქციას ჩანიშნავს – ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სააკაშვილის მოთხოვნა შესრულდება, ცოტა გრძელი გზით, მაგრამ შესრულდება.

აი, შინ მშვიდობით დაბრუნების კი, რა გითხრათ.

წყარო: – “ალია”

Share