Home » ეკონომიკა » რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს მსოფლიო ბანკი საქართველოში
რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს მსოფლიო ბანკი საქართველოში

რა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს მსოფლიო ბანკი საქართველოში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღეს. მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის დეპარტამენტის მენეჯერს კარლა გონზალეზ კარვაჯალსა და ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდნენ.

მხარეებმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

მსოფლიო ბანკი საწესდებო კაპიტალის და შესაბამისად, საქართველოში დაფინანსების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტის ფარგლებში გაიზრდება დაფინანსება განათლების, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიმართულებით.

ბანკმა, საქართველოში საავტომობილო გზების პროექტების დასაფინანსებლად, დაახლოებით, 832 მილიონი დოლარი გამოყო, საიდანაც 527 მილიონი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, ხოლო 305 მილიონი – შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციაზე.

ამჟამად, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს რეგიონული განვითარების რამდენიმე პროგრამა, რომელსაც მსოფლიო ბანკი, საერთო ჯამში, 189 მილიონი დოლარით აფინანსებს.

agora.ge

Share